Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

19 წლის საჩხერელი გოგონას ისტორია და თვითმკვლელობის მიზეზები

თარიღი : 17-04-2014, 15:16 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
საჩხერის მკვიდრის 19 წლის თაკო ტაბატაძის პოვნას მაშველები მეორე დღეა ცდილობენ.
გოგონა მდინარე ყვირილაში გუშინ ხიდიდან გადახტა. მის ძებნაში იმერეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს საჩხერის მაშველები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ეხმარებიან.
საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარის ინგა ზაბახიძის თქმით, გოგონამ თვითმკვლელობის გადაწყვეტილება სავარაუდოდ აფექტის მდგომარეობაში მიიღო, რადგან ოჯახში კონფლიქტი ჰქონდა.
თაკო ტაბატაძეს, რომელიც დედისერთაა, მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. გოგონას შვილი საბერძნეთში მყოფ ბებიასთან იზრდება.
„თვითონაც საბერძნეთში იყო წასული, სადაც სკაიპით გაიცნო მომავალი მეუღლე, 40 წლამდე კაცი. იანვარში იქორწინეს. ამ ქორწინების გამო გოგონას ნათესავები დაემდურნენ, რადგან როდესაც იქორწინეს, ქმარი ციხიდან ახალი გამოსული იყო. გოგოს ბებია ამბობს, სიძეს სახლში არ შემოვუშვებდიო. როგორც სჩანს, გოგონას მეუღლესთანაც ჰქოდნა დაძაბულობა, რადგან ქმარი თბილისში იყო,ეს აქ საჩხერეში. მის ქმარს ეხლა ეძებენ. წყალში გადახტომამდე მეზობელი გაყოლია და მაისური უყიდია. ამ მაისურით ვეძებთ. ვიდრე წალში გადახტებოდა, ტელეფონით დედას ესაუბრა საბერძნეთში, შემდეგ ტელეფონი და პასპორტი ხიდთან დატოვა. წყალში გადამხტარი შველას ითცოვდა, მაგრამ ვერავინ უშველიდა,“ - ამბობს ინგა ზაბახიძე.


ნანახია: 3590-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გოგონა საჩხერეში, მდინარე ყვირილაში ხიდიდან 16 აპრილს თვითმკვლელობის მიზნით გადახტა.
როგორც გოგონას ბებიამ ქეთევან ცხორაგაულმა განაცხადა, მისი შვილიშვილი გუშინ მდინარე ყვირილაში ხიდიდან გადახტა, ცხედარი კი ამ
როგორც topnews.com.ge-ს ვანის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გია ოჩხიკიძემ განუცხადა, მცირეწლოვანი ბავშვები
როგორც თვითმხილველები ყვებიან, დედა-შვილი თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმაენთს შეეკამათა, რის შემდეგადაც შვილმა მდინარე
შესაძლოა 6 წლისა გოგონა მდინარე ყუმურში დაიხრჩო და ცხედარი მდინარე რიონშია
გოგონა 16 იანვარს მდინარე ყუმურში გადავარდა. იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამ ხნის განმავლობაში სამძებრო