Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“ვართ იმედიანად და ერთად ველოდებით ახალ-ახალ შესაძლებლობებს ხარაგაულისთვის”

თარიღი : 19-03-2021, 19:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა მოადგილეებთან ერთად, ხარაგაულისთვის აქტუალურ საკითხებზე ერთობლივად იმსჯელეს.

საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, დასაქმების თემას, არსებულ სოციალურ მდგომარეობას და სხვადასხვა ლოკალურ პრობლემებს, რომელიც მოსახლეობამ დეპუტატის ბიუროში მაჟორიტართან შეხვედრის დროს დააყენა.

“მოქალაქეებთან გეგმიური შეხვედრის დღე მქონდა ხარაგაულის ბიუროში, ინდივიდუალურად მოვისმინე პრობლემები, რაზეც მერთან და მის მოადგილეებთან უკვე მქონდა საუბარი. შევეცდებით ერთობლივი მუშაობით ეტაპობრივად მოვაგვაროთ დაყენებული საკითხები და დადებითად გადავჭრათ,“- აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.

დეპუტატმა ასევე, სტიქიისა და მთის ფონდიდან გამოყოფილი თანხების შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციოდ მილიონ ორასი ათასი ლარის გამოყოფის საკითხი, თითქმის გადაწყვეტილია, ასევე, მოლოდინის რეჟიმშია მთის განვითარების ფონდიდან 600 000 ლარით დაფინანსების საკითხი, რომლითაც მუნიციპალიტეტში ორი პროექტი გაკეთდება.

მაჟორიტარმა ადგილობრივ თვითმმართველობასთან კონსტრუქციულ და კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე ისაუბრა და დასძინა, რომ ეს საქმეზე აუცილებლად დადებითად აისახება.

„კარგი ურთიერთიერთობები გვაქვს, კარგი ერთობლივი გეგმები და მაქსიმალურად ვიქნებით მოსახლეობის გვერდით,“-აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა დღევანდელი შეხვედრა შეაჯამა და იმ საკითხებზე ისაუბრა, რაც დეპუტატთან ერთად სამუშაო ფორმატში განიხილა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი პაატა კვიჟინაძე პერიოდულად, ინდივიდუალურად განიხილავს ყველა იმ საკითხს, რაც მოქალაქეების მხრიდან თავს იყრის დეპუტატის ბიუროში. შემდეგ ჩვენ, ერთობლივად გავდივართ ამ თემებს.

იგი აქტიურად არის ჩართული ხარაგაულისთვის მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსების საკითხში, თანამშრომლობს სამინისტროებთან, ხვადასხვა ფონდებთან და უწყებებთან, რომ რაც შეიძლება მეტი სიკეთე მოიტანოს ხარაგაულში.
კონკრეტულად, დღეს სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბრეთ, ვართ იმედიანად და ერთად ველოდებით ახალ-ახალ შესაძლებლობებს ხარაგაულისთვის.

ადგილობრივ თვითმმართველობას კოორდინირებული თანამშრმლობა აქვს დეპუტატთან და ყველა ერთად, მერია, საკრებულო, დეპუტატის ბიურო, ვფიქრობ, არაერთ კარგ პროექტს გავაკეთებთ ხარაგაულისთვის.

მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ პაატას, ასეთი აქტიურობისთვის და ხარაგაულელების კეთილდღეობაზე ზრუნვისთვის,“ - აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.


ნანახია: 551-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი