Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ოცნების’ დეპუტატი ‘მიწის მოცდენის’ გადასახადის დაწესების ინიციატივით გამოდის

თარიღი : 19-03-2021, 17:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი ბეჟან წაქაძე მიიჩნევს, რომ მათთვის, ვინც მიწას არ ამუშავებს, მოცდენის გადასახადი უნდა დაწესდეს. ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტში განაცხადა, სადაც სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს, მინისტრის საათის ფორმატში უსმენდნენ.

"რაც შეეხება მიწების რეგისტრაციას, აუცილებელია დროულად განისაზღვროს დარეგისტრირებული მიწების ფონდი. ეს ძალიან დაბალი ტემპით მიმდინარეობს და რაღაც რეგულაციებია მისაღები, რომ რაც შეიძლება დაჩქარდეს და ვიცოდეთ, ქვეყანაში რამდენი გვაქვს მიწის ფონდი.

მიწაზე გადასახადი აუცილებლად უნდა გადაიხადოს. ამასთან დაკავშირებით შეღავათები არ უნდა იყოს იმიტომ, რომ ეს ძალიან დიდი და გამოყენებადი რესურსია. ამაზე გადასახადი აუცილებელია. ამასთან, მიწის მესაკუთრეებს, რომელიც მიწას არ ამუშავებენ, გარკვეული მოცდენის გადასახადი უნდა დაუწესონ გარკვეული მიმართულებით. მიწის მესაკუთრესთვის, რომელიც ფლობს მიწას და არ ამუშავებს წლების განმავლობაში, აუცილებელია გარკვეული გადასახადები. ეს არაპოპულარული ნაბიჯია, მაგრამ აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის და იმისათვის, რომ რესურსი დროულად, სწრაფად და ეფექტურად გამოვიყენოთ,"-განაცხადა "ოცნების" დეპუტატმა.


ნანახია: 305-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის რეგიონის სხვადასხვა სოფელში მაცხოვრებლები საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბრისას აცხადებენ, რომ კუთვნილი
საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ საქართველოში დიდი რაოდენობით დაუმუშავებელი და გამოუყენებელი მიწაა. სასოფლო-სამეურნეო
მიწების გასხვისებას ეწინააღმდეგება მოსახლეობა. ადგილობრივების თქმით, ამ შემთხვევაში მათ საძოვარი აღარ ექნებათ და საარსებო წყაროს
აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს იმის შესახებ, იქნება თუ არა ფასიანი რიკოთის მაგისტრალი ან ავტომაგისტრალის რომელიმე მონაკვეთზე

ამინდი