Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გოგი წულაიას ცოლი: რაც მოხდა, ეს არის ჩვენი გასარჩევი

თარიღი : 19-03-2021, 14:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"მე მჯერა ჩემი მეუღლის და იმიტომ ვარ აქ"- გოგი წულაიას მეუღლემ "ტვ პირველთან" პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, უსამართლობაა როცა პოლიტიკოსს ემოციური გამოსვლებისთვის მთელ სახელმწიფოებრივ მანქანას უპირისპირებენ.

"ვერ წარმომიდგენია გოგი წულაია მოძალადე, ბოროტი. ის არის კეთილი და შინაგანად პატიოსანი ადამიანი. ის რაც მოხდა, ეს არის ჩვენი გასარჩევი. ნაწილობრივ შვილებიც ჩაერთვებიან ამ საქმეში, არამოსაწონ საქმეში რა თქმა უნდა, მაგრამ მე აქ ვდგავარ როგორც რიგითი მოქალაქე და არა როგორც დედა და მეუღლე. მეც არ მომწონს ხოლმე ხშირად მისი ემოციური გამოსვლები (არის შემთხვევები, როცა არ მომწონს მისი ემოციური გამოსვლა), მაგრამ ამისთვის დასაჯო ადამიანი და მთელი სახელმწიფოებრივი მანქანა დაუპირისპირო, არ მიმაჩნია სწორად,"-განაცხადა წულაიას მეუღლემ.

გოგი წულაიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო. წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. თავად პოლიტიკოსი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 930-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი