Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გოგი წულაიამ შიმშილობა დაიწყო

თარიღი : 18-03-2021, 13:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გოგი წულაია დაკავების დღიდან შიმშილობს - ამის შესახებ მისმა მეგობარმა, ლევან ჟღენტმა განაცხადა. მისი თქმით, პროტეტის უკიდურეს ფორმას წულაიამ მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად მიმართა. ლევან ჟღენტი ამბობს იმასაც, რომ წულაია პროვოკაციის მსხვერპლია.

"გოგიმ შიმშილობა გუშინ დაიწყო, ის პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობს. ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში, ავჭალაში იმყოფება. როგორი უნდა იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა? შიმშილობს ადამიანი, წყლის მეტს არაფერს იღებს, არც მედიკამენტებს. უდანაშაულოა და გაწირეს, დააბრალეს ამხელა რაღაც.

როგორც მითხრეს, სასამართლო ან დღეს გვიან ან ხვალ დილით იქნება. რაც შეეხება იმას, თითქოს გოგი ნასვამი იყო იმ დღეს, პასუხი ალკოჰოლზე უარყოფითი მოვიდა. მისმა ადვოკატმა, გელბახიანმაც გაასაჯაროვა ექსპერტიზის პასუხი. ნორმალურ ქვეყანაში ის ქალი უნდა დაიჭირონ და არა გოგი. როცა ამხელა რაღაც დააბრალა, ამ ქალს უნდა აგებინონ პასუხი ცილისწამებისთვის,"-განაცხადა ლევან ჟღენტმა.

ცნობისთვის, გოგი წულაიას ალკოტესტი გუშინ, 17 მარტს, ჩაუტარდა, რომლის მიხედვითაც დამტკიცდა, რომ ის ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. შსს აქტიურ პოლიტიკოს ძალადობას ედავება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 246-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დაკავებულის ადვოკატის დალი სულაქველიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ გრძნობს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

ამინდი