Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია 388 ქონების გასხვისებას გეგმავს

თარიღი : 16-03-2021, 16:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერია 388 ქონების გასხვისებას გეგმავს. ქონების პრივატიზაციიდან ადგილობრივი ხელისუფლება ჯამში 4 მილიონ 300 000 ლარის მობილიზებას აპირებს. საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხა დღეს საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა.

"ყოველწლიურად, ჩვენ თვითმმართველობას, კანონი გვავალდებულებს, რომ მოხდეს ქალაქში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ნორმატიული ფასის განსაზღვრა. ეს ფასი მიმდინარე წელს, დამოუკიდებელმა ექსპერტმა და საექსპერტო ჯგუფმა დაადგინა. ამის შემდეგ დგება იმ ქონებების ნუსხა, რომლებიც რეგისტრირებულია ჩვენს მუნიციპალიტეტში.

რამდენიმე საინტერესო საინვესტიციო ქონება ბუნებრივია არის ამ ჩამონათვალში. ჩვენ კატალოგი გვაქვს შექმნილი, სადაც არის ყველა ის საინტერესო ქონება, რითაც შეიძლება პოტენციური ინვესტორი დაინტერესდეს,"-განაცხადა მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მმართვის სამსახურის უფროსმა მირზა მამასახლისმა Topnews.com.ge-სთან.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 446-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერია ქალაქის საკუთრებაში არსებულ 200-ზე მეტ ობიექტს გასაყიდად ამზადებს.
საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა როგორც შენობა-ნაგებობებ, ისე მიწის ნაკვეთებს მოიცავს.
ქუთაისის მერიამ 2016 წელს 2 მილიონ 227 649 ლარის ქონება გაასხვისა. აღნიშნულის შესახებ მერიის ეკონომიკური განვითარებისა და
ქალაქის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა დაამტკიცეს.
ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების თემამ ქუთაისის საკრებულოს წევრებს შორის აზრთა
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურმა გაწეული საქმიანობის ანგარიში

ამინდი