ზესტაფონის სოფელ ქვედა საზანოს საბავშვო ბაღის ახალი შენობა აქვს
თარიღი : 16-03-2021, 15:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ზესტაფონში, სოფელ ქვედა საზანოში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაასრულა. უახლესი სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი შენობა, ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ, მოადგილემ, ელგუჯა კვეტენაძემ და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
გიორგი გოგლიჩიძემ ადგილობრივებს სოფლისთვის მეტად მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტის წარმატებით დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ სკოლამდელი აღზრდა ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ორსართულიანია და 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. საბავშვო ბაღში მოეწყო სათამაშო, სასადილო და საძინებელი ოთახები. დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა, აღიჭურვა ახალი ინვენტარით. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. პროექტის ფარგლებში, გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზო.
ახალი საბავშვო ბაღი ზესტაფონის ოთხი სოფლის გარდა, მეზობელი მუნიციპალიტეტის ორ სოფელსაც მოემსახურება. განახლებული ინფრასტრუქტურა კი იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ბავშვებმა განათლება საკუთარ სოფელში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ გარემოში მიიღონ.