Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა მდგომარეობაა ქუთაისის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში?

თარიღი : 16-03-2021, 14:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერებულია. როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი Topnews.com.ge-სთან ამბობს, გეგმიური ტესტირების დროს ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, დანარჩენ 26 ბაღში კი სწავლა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

"ამ ბაღში გამგეს დაუდასტურდა ვირუსი (ახლა გამოჯანმრთელებულია). იცით, რომ ყოველ ორ კვირაში ერთხელ ტესტირებას ვატარებთ და ახლა, შაბათ-კვირას რომ გავაკეთეთ, კიდევ ერთ თანამშრომელს აღმოაჩნდა, ამიტომ შევიკავეთ თავი ამ ბაღში სწავლის დაწყებისგან. დანარჩენ 26-ვე ბაღში ჩვეულებრივ მიმდინარეობს აღმზრდელობითი პროცესი. დასწრება ყოველდღიურად 2700 ბავშვამდეა,"-ამბობს დავით წიტაიშვილი.

რაც შეეხება ქუთაისის სკოლებს, 38-ვე საჯარო და 10 კერძო სკოლაში, სწავლა ჰუბრიდული მეთოდით გრძელდება.

"საგაზაფხულო არდადებები უკვე დასრულდა, ჩვენ ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ სწავლას. იმ სკოლებს, რომლებსაც იზოლაციის დღეები გაუვიდათ, ჰქონდათ უკვე ნებართვა, რომ განეგრძოთ სასწავლო პროცესი საკლასო ოთხებში. ამ ეტაპზე ქუთაისში ყველა, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლა ჰიბრიდული, შერეული ტიპის სწავლებაზეა. დასწრებაც კარგი გვაქვს. ხვალ რეგისტრაციის დღეა (ყოველ ოთხშაბათობით) და მაქვს ინფორმაცია, რომ ბევრი ცდილობს უკვე, ვისაც დისტანციური ჰქონდა არჩეული, გააუქმოს და დაუბრუნდეს საკლასო ოთახში სწავლებას, ვნახოთ ხვალინდელი მონაცემები რა იქნება,"-განაცხადა ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა Topnews.com.ge-სთან.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 539-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი