Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ფერმერი ქალი ვანიდან, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრმა კოლხური ხოხობი აჩუქა

თარიღი : 15-03-2021, 16:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი სოფელ მთისძირში მცხოვრებ ფერმერ ქალბატონს, ქეთევან თომეიშვილს შეხვდა, მისი მეურნეობა დაათვალიერა და საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერას დაპირდა.

ემიგრაციიდან დაბრუნებლმა ქეთევანმა 2016 წელს, სასათბურე მეუნეობა კიტრის მოყვანით დაიწყო, მან ისარგებლა შეღავათიანი აგრო კრედიტით და აგროწარმოების სახელმწიფო პროგრამით, რაც მეურნეობის განვითარებაში დაეხმარა.

დღეისათვის, ის 2000 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე სათბურს ამუშავებს და წელიწადში 20 ტონამდე კიტრის მოსავალს იღებს.

მას თავის სათბურებში ასევე მოჰყავს სხვადასხვა სახის ბოსტნეული კულტურები, წელს კი მარწყვის პირველ მოსავალსაც აიღებს.

ქეთევან თომეიშვილის ფერმერულ მეურნეობაში 6 ადგილობრივია დასაქმებული, მან კოვიდ პანდემიის გამო თანამშრომლებს ანაზღაურებაც გაუზრდა და ერთი სათბური მთლიანად დამხმარე ქალებს აჩუქა. ამ დროისთვის ამ სათბურში ქალბატონები ქინძის მოსავალს იღებენ, მოყვანილი პროდუქტის გასაღებაში კი ქეთევანი ეხმარება მათ, სრულიად უსასყიდლოდ ეხმარება.
https://i.postimg.cc/PJ3k04S0/E824-BB49-53-A0-4759-AA66-8347-DEB08751.jpg

ქეთევანის მეურნეობა 2016 წელთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა და სათბურების გარდა მოიცავს ღორების და ქათმების ფერმას. მას ფერმაში ჰყავს იშვიათი ჯიშის ფრინველები, მათ შორის კოლხური ხოხობიც, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრმა საჩუქრად გადასცა.


ნანახია: 324-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანში მცხოვრებ სპეციალური საჭიროების მქონე მოქალაქეებზე უსასყიდლოდ 58 ეტლი გაიცა.
მეფუტკრეობის მეურნეობა ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოში მდებარეობს.
კომპანია ბაზარზე 2014 წლის დეკემბერში გამოვიდა.