Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მედიკოსების ვაქცინაცია დაიწყო

თარიღი : 15-03-2021, 10:10 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, სადაც ვაქცინაციის ერთ-ერთი ცენტრია განთავსებული, ვაქცინა უკვე გაიკეთეს ქუთაისელმა მედიკოსებმა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოში აცხადებენ, მედიკოსები აქტიურად რეგისტრირდებიან ვაქცინაციის მიზნით. დღეს 30-მდე ექიმია რეგისტრირებული.

თავად მედიკოსები, რომელთაც ვაქცინა უკვე გაიკეთეს, სხვებსაც მოუწოდებენ, რომ დარეგისტრირდნენ და მიიღონ პროცესში მონაწილეობა.

ქუთაისში ვაქცინაციის 4 ცენტრია მოწყობილი. 17-18 მარტიდან პროცესში იმერეთის 11 მუნიციპალიტეტი ჩაერთვება. ამ ეტაპზე რეგიონისთვის ვაქცინის 5550 დოზაა მობილიზებული.


ნანახია: 307-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი