Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში 500 ოჯახი საკვები პროდუქტების ნაკრებს მიიღებს

თარიღი : 13-03-2021, 09:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, პანდემიის პირობებში დაზარალებული კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფებისთვის საკვები პროდუქტების ნაკრების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო.

აღნიშნულ პროცესებს ორგანიზება მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა გაუწია, რომელიც აღნიშნავს, რომ კოვიდ ინფექციის გავრცელების პერიოდში მერიამ რამდენიმე ეტაპიანი სოციალური აქცია განახორციელა, ეს დახმარება კი, ძირითადად იმ პირებისთვის განისაზღვრა, ვინც ვერცერთ მოწყვლად ჯგუფში ვერ მოხვდა.

“დღეიდან, ორი დღის განმავლობაში საკვები პროდუქტების ნაკრებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 500 ოჯახი მიიღებს, რომლის გაცემაშიც აქტიურად არიან ჩართულები მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში,”-ამბობს ჭიპაშვილი.


ნანახია: 270-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი