Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მშვიდობის ჰალსტუხი-ქუთაისელი ბესიკ ადამიას მორიგი ინიციატივა

თარიღი : 12-03-2021, 19:22 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში არსებული "მშვიდობის ბურთის" მონუმენტის ავტორი, ბესიკ ადამია მორიგი ინიციატივით გამოდის. მას "მშვიდობის ჰალსტუხის" დამზადება სურს, რომლის ძირითად ნაწილზე სიტყვა "მშვიდობა" გაეროს 6 ენაზე, ჰალსტუხის ნასკვში კი - ქართულად ეწერება. აღნიშნულს ადამია გაეროს მშვიდობის დღის დაარსებიდან, 40 წლის აღსანიშნად მიუძღვნის. მისი სურვილია 21 სექტემბერს, მსოფლიოს მშვიდობის დღეს, გაეროს სესია მონაწილეებმა ამგვარი ჰალსტუხებით გახსნან. ამასთან, დაიწყოს "მშვიდობის ჰალსტუხის" სერიული წარმოება.

"9 მარტს, საქპატენტში რეგისტრაცია გაიარა ჩემმა რიგით 34-ე მოწმობამ "მშვიდობის ჰალსტუხი", გაეროს მშვიდობის დღის დაარსებიდან 40 წლის აღსანიშნავად. ჰალსტუხის ძირითად ნაწილზე სიტყვა "მშვიდობა" გაეროს ექვს ენაზე წერია, ხოლო ნასკვში -ქართულად. ამასთან, "მშვიდობა" ერთეულ ჰალსტუხებზე, მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე წარმოჩნდება.
თანაავტორები ჩემი ძმიშვილები თორნიკე და საბა ადამიები არიან, რომლებიც მშვიდობისათვის ბრძოლაში ჩავრთე. მადლობა კომპანია "ვექტორს", ჩემს მეგობრებს, უანგაროდ, ჩემი სამშვიდობო იდეების მხარდაჭერისათვის. დიდი სურვილი გვაქვს, 21 სექტემბერს, მსოფლიო მშვიდობის დღეს, გაეროს სესია მონაწილეებმა ასეთი ჰალსტუხებით გახსნან.

ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში, გვსურს "მშვიდობის ჰალსტუხის" სერიული წარმოება, რაზეც მსურველები უკვე გამოჩნდნენ. ასევე გვსურს, საჩუქრად გავუგზავნონ სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებს, ნიშნად საქართველოს მსოფლიოსადმი მშვიდობის მხარდაჭერისა და მომავალში მოვიწვიოთ ისინი ქუთაისში, ჩემი საავტორო "მშვიდობის ბურთის" მონუმენტთან"-ამბობს ადამია Topnews.com.ge-თან.

ბესიკ ადამია ოცნებობს, საკუთარ ავტომობილს პერსონალური "მშვიდობის ნომერი" ჰქონდეს და აღნიშნულით სხვადასხვა ქვეყანაში მშვიდობის მესიჯებით იმოგზაუროს.

"ოცნებად მაქვს, ჩემს პატარა ავტომობილს, რომელზეც "მშვიდობა" მსოფლიოს 22 ენაზე წერია, ჰქონდეს პერსონალური საავტონობილო ნომერი. ზედ სიტყვა "მშვიდობა" საერთაშორისო ენაზე "PEACE" ეწეროს და ასეთი ნომრიანი ავტომობილით ვიმოგზაურო კონფლიქტურ ქვეყნებში მშვიდობის მხარდასაჭერად. ამ საკითხზე პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მივმართე. აღნიშნული პერსონალური ნომრები ზოგადად 10 000 ღირს, თუმცა ქვეყნის სამშვიდობო იდეოლოგიის ფარგლებში, მე, როგორც მშვიდობის თემების გენერატორს, საავტომობილო "მშვიდობის ნომერი" შეიძლება საჩუქრად გადმომცეს სახელმწიფომ, თუკი კეთილ ნებას გამოიჩენენ (მათ 70 ლარი დაუჯდებათ). სახელმწიფო ამით მსოფლიოს თვალში მეტად მოგებული დარჩება,"-აცხადებს ბესიკ ადამია.

შეგახსენებთ, რომ "ტორპედოს" სტადიონის წინ არსებული "მშვიდობის ბურთის" მონუმენტი ბესიკ ადამიას ინიციატივა იყო. მის დადგმას ჯერ კიდევ 2017 წელს ითხოვდა, მონუმენტზე "მშვიდობა" მსოფლიოს 67 ენაზე წერია. ბურთი დადგმიდან ერთი წლის შემდეგ, 2019 წლის 21 სექტემბერს ოფიციალურად გაიხსნა.


ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 813-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც ბესიკ ადამია Topnews.com.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ქუთაისში მშვიდობის მოედნის გახსნა 21 სექტემბრამდე, მშვიდობის მსოფლიო

ამინდი