გუბაზ სანიკიძე: არჩევნების შემდეგ ჩემი არც ერთი ნათესავი არ დასაქმებულა
თარიღი : 16-04-2014, 13:53 | კატეგორია: პოლიტიკა

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, 10 აპრილს, წყალტუბოში, „ნაციონალების“ წინააღმდეგ მოწყობილ აქციაში მისი ბიუროს არც ერთი წევრი არ ყოფილა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა უმცირესობის წევრების ზურაბ ჯაფარიძისა და ირმა ნადირაშვილის განცხადებას უპასუხა და აღნიშნა, რომ მისმა ოპონენტმა კოლეგებმა ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს აქციაში მიის ბიუროს წევრებისა და ნათესავების მონაწილეობასთან დაკავშირებით.
„მე მინდა ირმა გავახარო და ვუთხრა, რომ ჩემი ბიუროს არც ერთი წევრი არ ყოფილა იქ. კონფერენცია ჩატარდა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, რომელსაც ვესწრებოდით. ცუდი ინფორმატორები გყავთ ქუთაისში. ფიქრია სანიკიძე არ არის ჩემი ბიძაშვილი. არც ერთ ჩემს ნათესავს არ დაუწყია მუშაობა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ჩემი რჩევაც და გაფრთხილებაც იქნება, რომ დაასრულეთ ასეთი საუბარი,“ - განაცხადა სანიკიძემ.