Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საწვავზე ფასების შემცირების მოთხოვნით ქუთაისში მოქალაქეები თბილისი-ქუთაისის დამაკავშირებელი მაგისტრალი გადაკეტეს

თარიღი : 11-03-2021, 13:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხმაური და დაპირისპირება იყო თბილისი-ქუთაისის დამაკავშირებელ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე. მოქალაქეებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალი გადაკეტეს, რასაც სამართალდამცველებსა და ავტომობილების მფლობელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოქალაქეები საწვავზე გაზრდილ ფასებს აპროტესტებენ, პოლიციელები კი მათ გზის გათავისუფლებას სთხოვენ.

"რამდენჯერმე გამაფრთხილებელი აქცია მოვაწყეთ, სიგნალებით შემოვიარეთ ქალაქი და როგორი რაღაცაა იცით? ცინიკურად გვეპყრობიან, თუ რა ხდება არ ვიცით. იმის შემდეგ დაახლოებით 10 თეთრითაა კიდევ საწვავზე ფასი მომატებული. ეს იწვევს ჩვენს აღშფოთებას. ყველა უნდა გამოვიდეთ გარეთ, იმიტომ რომ ეს საკითხი ყველას გვეხება,"-განაცხადა აქციის მონაწილემ.

"აქ მხოლოდ მძღოლები არ ვართ გამოსული. დღეს თბილისიდან და რუსთავიდან ჩამოვედით ადამიანები, რომ ამ შეწუხებული ხალხის გვერდით დავმდგარიყავით. ზეგ კიდევ ბათუმში ვგეგმავთ აქციას. მოკლედ, არ ვაპირებთ გაჩერებას,"-აცხადებენ მოქალაქეები.

"სულ ყოველდღე აძვირებენ საწვავის ფასს. გადაკეტვა პრინციპში არ იქნება. ცოტა ბენზინი გვისხია მანქანაში, მეტი ფული არ გვაქვს ჯიბეში, ვერ ვისხამთ. გათავდება? გავჩერდებით, მოვიდნენ და წაგვიყვანონ,"-განაცხადა გოგი წულაიამ.

ხალხის პროტესტის მიუხედავად, ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი ყოველდღიურად იზრდება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 332-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი