Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მთავრობის წინააღმდეგ სარჩელს სტრასბურგის სასამართლოში შევიტან"

თარიღი : 16-04-2014, 13:35 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
პარტია“თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრი ვეფხვია მიქაუტაძე პარლამენტთან მასობრივი აქციების ჩატარებით იმუქრება.
მიქაუტაძის თქმით, 2006 წლის სასამართლოს დადგენილებით, მას როგორც დევნილს ქუთაისში ბინა დაუყონებლივ უნდა აეღო, თუმცა მისი თქმით, მას ხელისუფლება ოპოზიციაში ყოფნის გამო პოლიტიკური მოტივით საცხოვრებელი სახლით არ აკმაყოფილებს.
„2006 წელს ჩატარდა სასამართლო პროცესი, სადაც იყო აღნიშნული, რომ მე და კიდევ ოთხი ოჯახი დაუყონებლივ საცხოვრებელი სახლებით უნდა დავეკმაყოფილებინეთ . იმის შემდეგ 8 წელი გავიდა, სხვა დევნილებს საცხოვრებელ კორპუსებში ასახლებენ, თუმცა იმის გამო, რომ მე ოპოზიციაში ვარ, არც ყოფილი და არც ამჟამინდელი ხელისუფლება საცხოვრებელ სახლს არ მაძლევს. მივმართავ დევნილთა სამინისტროს რეგიონული სამმართველოს უფროს გიორგი სანთელაძეს, ჭავჭავაზის გამზირზე სასწრაფოდ შეაჩეროს სხვა დევნილების შესახლება და მოხდეს ჩემი ფართით უზრუნველყოფა. თუ ასე არ მოხდება სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელს სტრასბურგის სასამართლოში შევიტან,“- აცხადებს მიქაუტაძე.

ვეფხვია მიქაუტაძის ბრიფინგს დევნილთა სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს უფროსი გიორგი სანთელაძე გამოეხმაურა, მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება სამინისტრომ დააკმაყოფილა და მას ფართი ქუთაისის ერთ-ერთ უბანში შესთავაზა, რაზეც მან უარი განაცხადა.
„მიქაუტაძეს სურს, რომ მიიღოს ფართი მხოლოდ ჭავჭავაძეზე. მაგრამ სამწუხაროდ ყველა დევნილი ამ ქუჩაზე ვერ მიიღებს ფართს,“- აცხადებს სანთელაძე.


ნანახია: 1877-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კორპუსების ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ იმ ოჯახების შერჩევა მოხდება, რომლებსაც დევნილთა სამინისტრო საცხოვრებელ ბინებს გადასცემს.
მინისტრის თქმით, ყველა დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ფართს ეტაპობრივად მიიღებს.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ორ, 16-სართულიან კორპუსს ხელისუფლება მიმდინარე წლის ბოლოს ჩაიბარებს, რის შემდეგაც კორპუსში
კორპუსში შესახლებული 40-მდე ოჯახის თქმით, სარდაფები წყლით არის სავსე, რის გამოც სისტემატიურად ქვეწარმავლები და მღრნელები ამოდიან
იძულებით გადაადგილებული პირები მათ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის შეყვანას ითხოვენ.
ქუთაისში, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და იმერეთის გუბენატორმა გივი ჭიჭინაძემ ქუთაისში მენაშენეებისაგან