რიონის ხეობაში ჰესის სამშენებლო სამუშაოები განახლდა
თარიღი : 10-03-2021, 13:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

კომპანია "ენკა" რიონის ხეობაში ნამახვანჰესების კასკადის სამშენებლო სამუშაოებს აგრძელებს.
"კომპანია აგრძელებს კომპლექსურ მუშაობას. საველე სამუშაოები მიმდინარეობს ამინდზე დამოკიდებული გრაფიკით. მათ შორის, ვმუშაობთ ნებართვების აღების კუთხით, რომელიც უკავშირდება ზემო ნამახვანის ნაწილს,"-განუცხადეს Topnews.com.ge-ს "ენკას" პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივთა ნაწილი კომპანია “ენკას” რიონის ხეობიდან წასვლას და სამუშაოების შეჩერებას ითხოვს. პროტესტის ნიშნად ადგილობრივები სამ თვეზე მეტია ღამეებს რიონის პირას, კარვებში ათევენ.
ავტორი: ქეთი გელაშვილი