Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ძალიან აქტიურობენ მამაკაცები, გაოცდებით ისეთი აქტიურები არიან. ზოგი ისეთი პუნქტუალურია, 10 დღით ადრე გვაძლევს შეკვეთას”

თარიღი : 8-03-2021, 15:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
8 მარტს ქალბატონებს სიყვარულის, დაფასებისა და პატივისცემის ნიშნად, სიმბოლურ საჩუქრებს უკეთებენ. ქუთაისში მდებარე ყვავილების სალონ "Flowers Lovers"-ში ამბობენ, რომ ამ დღეს მამაკაცები განსაკუთრებულად აქტიურობენ. უფრო მეტიც, ზოგიერთი თადარიგს რამდენიმე დღით ადრე იჭერს და საყვარელი ადამიანისთვის მისართმევ ყვავილებს უკვეთავს.

"ძალიან აქტიურობენ მამაკაცები, გაოცდებით ისეთი აქტიურები არიან. ზოგი ისეთი პუნქტუალურია, 10 დღით ადრე გვაძლევს შეკვეთას. დღის განმავლობაშიც, რა თქმა უნდა, შემოგვდის შეკვეთები, ახლაც რიგები გვიდგას. უნდათ მეუღლეებისთვის, შეყვარებულებისთვის, ოჯახის წევრებისთვის, დედა-შვილის თაიგულების შეკვეთა გვაქვს უამრავი (როდესაც გოგონა ჰყავთ პატარა) და ა.შ. ზოგმა იცის როგორი თაიგული უნდა, უმეტესობას კი ჩვენ ვარჩევინებთ. ზოგადად, კარგი წამახალისებელი და სასიამოვნო დღეა, ვზრუნავთ ერთმანეთზე და ამაღლებული განწყობით ვართ.
https://i.postimg.cc/6qbhCTRk/8068-EA74-C525-4921-9-AD6-3-B7-AEB5-B68-D6.jpg
"Flowers Lovers"-ის გუნდის სახელით, ყველა ქალბატონს ვულოცავ ქალთა საერთაშორისო დღეს და წარმატებებს ვუსურვებ. მინდა, რომ ყველა ქალი ბედნიერი იყოს,"- განაცხადა სალონის ხელმძღვანელმა, დიზაინერმა ნათია გურეშიძემ Topnews.com.ge -სთან.

ყვავილების სალონი "Flowers Lovers"-ი არსებობის 15 წელს ითვლის. ამ ხნის მანძილზე, მას არაერთი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს. "flowers lovers"-ი აგრძელებს მუშაობას თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანების განწყობის ასამაღლებლად.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 612-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კონცერტზე დასწრების მსურველ პირებს ბილეთების შეძენა შეუძლიათ TKT.Ge-ზე და თამარ მეფის ნომერ 15-ში, ყვავილების სალონ 'Flowers
ადგილზე გაიყიდება როგორც ყვავილები, ისე სუვენირები.
ყვავილები დღემდე ერთ-ერთ ყველაზე სასურველ საჩუქრად რჩება. უმრავლესობის აზრით, ყვავილების ჩუქებას მიზეზი არ ჭირდება. იმის
აქციის მიზანია კომპანიებმა საკუთარ თანამშრომლებს მეტი პოზიტივი, დადებითი განწყობა და სასიამოვნო სამუშაო გარემო შეუქმნან.

ამინდი