Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი მოძღვარი, რომელიც კვირაში ერთხელ გაჭირვებულებს პურს უფასოდ ურიგებს

თარიღი : 8-03-2021, 13:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სოციალურ ქსელში უკვე რამდენჯერმე გავრცელდა ფოტო, სადაც ქუთაისელი მამაო მათ, ვისაც დახმარება სჭირდება, პურს უფასოდ ურიგებს. როგორც აღმოჩნდა, საქველმოქმედო აქციამ პერმანენტული ხასიათი მიიღო. მამა ექვთიმე სარალიძის თქმით, ყოველ ორშაბათს, წმინდა პეტრე-პავლეს ტაძართან, პური დილის საათებში (10:00-12:00-მდე) უფასოდ დარიგდება.

"ყოველ ორშაბათს, პეტრე-პავლეს სახელობის ტაძართან, პური ჩვენი არსობისა,"-წერს მამა ექვთიმე.

აღნიშნულს სოციალურ ქსელში მოქალაქეები ეხმაურებიან:

"ვინც არ იცით, მამა ექვთიმე სადაც მსახურობს, იმ ეკლესიაში პანდემიის პირობებში, სანთელი უფასო იყო და შესაწირი ყუთი იყო გახსნილი, სადაც ეწერა: ვისაც გჭირდებათ თანხა, აიღეთ არ მოგერიდოთო"

"ნამდვილად კაცთმოყვარე და უფლის სიყვარულითაა დაჯილდოვებული მამა ექვთიმე. ღმერთმა უშველოს კეთილ ადამიანებს, სიკეთე გადამდებია"

"მამა ექვთიმე ნამდვილად და ცხადად ასრულებს იმ საქმეს, რა მისიაც უხსოვარი დროიდან ჰქონდათ სასულიერო პირებს. ასეთ ადამიანებზე იდგა ჩვენი ეკლესია უხსოვარი დროიდან"

"ეს მამაო ვარდიგორას სამების ტაძარში მოღვაწეობს, სადაც სანთელი უფასოა და ტაძრის მცირედ შემოწირულობასაც კი გაჭირვებულებს ურიგებს. საოცარია, უანგარო თავდაბალი და მადლიანი მამაო. ბედნიერი ვარ რომ მისი სულიერი შვილი მქვია,"-წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია ისიც, რომ მამა ექვთიმე ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგია და პოზიციას საჯაროდ აფიქსიებს. ამასთან, მიიჩნევს, რომ საქართველოს გასაღები სამაჩაბლოსა და აფხაზეთში დევს, ამიტომ საოკუპაციო საზღვრებთან საგანგებო პარაკლისებს პერიოდულად ატარებს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 748-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა გიორგი მორწმუნეებს აღდგომის დღესასწაულის უწმინდესის კურთხევის თანახმად
უწმინდესმა შესთხოვა უფალს, უფალმა მამა გაბრიელის ლოცვებით წყალობა მოიღოს საქართველოზე.
სოციალურ ქსელში მამა იობანის ქადაგება გავრცელდა, სადაც ის მრევლს ეუბნება, რომ 2013 წელს ადამიანების უმრავლესობა გაგიჟდება.

ამინდი