Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ვდგამთ შედარებით ხისტ ნაბიჯებს,’-11მარტს მოქალაქეები ქუთაისში საწვავზე გაზრდილ ფასებს კვლავ გააპროტესტებენ

თარიღი : 8-03-2021, 12:14 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
11 მარტს ავტომობილების მფლობელები, ტაქსის მძღოლები და სამოქალაქო აქტივისტები საწვავზე გაზრდილ ფასს კვლავ გააპროტესტებენ. ამჯერად ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და "თბილისი-სენაკი-ლესელიძის" ავტობანს გადაკეტავენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ გამაფრთხილებელი აქცია უკვე ორჯერ გამართეს და რადგან ხელისუფლებამ მათი მოთხოვნა არ დააკამყოფილა, არ გაჩერდებიან და ბოლომდე იბრძოლებენ.

"11 მარტს ქუთაისში გაიმართება აქცია. გავაპროტესტებთ ბენზინის კატასტროფულ, ყოველდღიურ გაძვირებას და მოვითხოვთ პასუხს იმ ადამიანისგან, ვისაც ეს საკითხი ეკუთვნის. ვდგამთ შედარებით ხისტ ნაბიჯს, იგეგმება "თბილისი-სენაკი-ლესელიძის" ავტობანის პარალიზება. ასე, რომ გელოდებით ყველას,"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მოქალაქეები ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე, სპორტის სასახლის ტერიტორიაზე 11:00 საათზე შეიკრიბებიან.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 356-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი