Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა

თარიღი : 7-03-2021, 15:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა. ყველა საქალაქთაშორისო მიმართულებაზე მგზავრობის ფასმა 2-3 ლარით მოიმატა. აღნიშნულს მძღოლები საწვავის ფასის ზრდას უკავშირებენ და ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ.

"საწვავი გაიზარდა, სამ ლარამდეა ასული. ამასთან, მანქანის ზეთის ფასმაც მოიმატა. აქედან გამომდინარე, მოგვიწია ცოტათი გაძვირება. მძიმეა ეს ხალხისთვის, მაგრამ სხვა გამოსავალი არაა. მძღოლმა მანქანაში საწვავი ხომ უნდა ჩაასხას? მგზავრებიც ფაქტობრივად არ გვყავს,"-აცხადებენ მძღოლები.

საწვავზე გაზრდილი ფასი გასული თვის განმავლობაში ავტომობილების მფლობელებმა, მძღოლებმა და აქტივისტებმა ორჯერ გააპროტესტეს. მათ პროტესტის ნიშნად, ავტომობილები ბენზინგასამართ სადგურებზე გააჩერეს და საყვირების ფონზე საწვავის გაიაფება მოითხოვეს, ხელისუფლებას კი რეაგირებისკენ მოუწოდეს. ითქვა ისიც, რომ თუ მთავრობა მათ მოთხოვნას არ შეასრულებს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალს გადაკეტავენ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 262-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის თქმით, ზოგიერთ ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე საწვავის
ბენზინისა და დიზელის ფასმა თითქმის ყველა ბენზინგასამართ სადგურზე, დაახლოებით 4-6 თეთრით მოიმატა.

ამინდი