Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გოგი წულაია, რომელმაც ‘თავისუფალი საქართველო’ დატოვა, არ გამორიცხავს, რომ თავად შექმნას პარტია ან სხვა პარტიას შეუერთდეს

თარიღი : 7-03-2021, 11:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გოგი წულაიამ პარტია "თავისუფალი საქართველო" დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან დღეს, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. წულაია ამბობს, რომ ახლა, როგორც საზოგადოების წევრი ისე იბრძოლებს, სამომავლოდ კი შესაძლოა პარტიის შექმნაზე იფიქროს ან უკვე არსებულ რომელიმე პარტიაში შევიდეს.

"სიამაყით ვიხსენებ იმ წლებს, როდესაც კახასთან ერთად ამ პარტიას ვაკეთებდი და ვიყავით თავიდანვე ოპოზიციაში. ჩვენ მრავალი წელია ერთად ვბრძოლობთ, მაგრამ დადგა ის ეტაპი, როდესაც გადავწყვიტე პარტიიდან გავიდე და სხვა ამპლუაში ვებრძოლო ამ ხელისუფლებას სრულ გამარჯვებამდე და მხოლოდ და მხოლოდ შემდეგ შეიძლება ვიფიქრო რამე პარტიის ჩამოყალიბებაზე. ამ წუთას მირჩევნია, როგორც საზოგადოების წარმომადგენელმა, გოგი წულაიამ, ისე ვიბრძოლო სხვადასხვა პრობლემის აღმოსაფხვრელად (ნამახვანჰესის საკითხი იქნება ეს, საწვავის ფასის მატება თუ სხვა). მეტი თავისუფლება მირჩევნია ამ ბრძოლაში, ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. ჩვენს პარტიაში თავისუფლება რა თქმა უნდა იყო, მაგრამ მოგესხსენებათ ფინანსური მხარეც იყო, ამასთან, ვიტყვი გულახდილად: ვთვლი, რომ მაქვს ამბიცია, ცალკე უფრო მივაღწევ და მოვახდენ თავის რეალიზებას. ჩვენ მრავალი წელი ვიბრძვით ერთად, მეგობრები ვართ და მეგობრებად დავრჩებით, მაგრამ ამ მომენტში ვთვლი, რომ თვითრეალიზებისთვის, გამარჯვებაში წვლილის შეტანისთვის, თავისუფლად უფრო მეტს გავაკეთებ. ცხოვრება წინ გვაქვს, შეიძლება თავად შევქმნა პარტია ან არ შევქმნა და ისე შევიდე რომელიმე პარტიაში, ვნახოთ რა იქნება,"-განაცხადა გოგი წულაიამ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 290-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'თავისუფალი საქართველო'-ს იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ფოთის, წყალტუბოსა და ხაშურის საკრებულოებს სიმბოლურად ფოსტით
როგორც წულაია ამბობს, ის პარტიის პოლიტიკური მდივანი გახდა და საქმიანობას ქუთაისში გააგრძელებს.
გოგი წულაიამ პარკირების თემასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
დაპირისპირება ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასა და ქუთაისის მერიას შორის.

ამინდი