Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ბევრს ვშრომობდი, ვიღლებოდი, რაღაც ეტაპებზე მხვდებოდა დაბრკოლებები, მაგრამ მაინც არ ვეცემოდი. ღმერთის დიდი ხელშეწყობაც მქონდა,’-სამედიცინო სფეროდან ბიზნესში მოხვედრილი ქუთაისელი ქალბატონის წარმატების ფორმულა

თარიღი : 6-03-2021, 16:45 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას “გააზიარე წარმატება”. რუბრიკის ფარგლებში, სააგენტო მკითხველს იმ ადამიანების ცხოვრების შესახებ მოუყვება, რომლებმაც არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, ბრძოლა არ შეწყვიტეს და სასურველ მიზნამდე მივიდნენ. ახლოს გაგაცნობთ ადამიანებს, რომელთაც მარცხი წარმატებად აქციეს.

ნებისმიერ ბიზნესში ქალი რომ დიდ როლს თამაშობს, ამაში ჩვენი რესპონდენტის მაგალითზე დარწმუნდებით. რუბრიკის სტუმარი ორიგინალური, თანამედროვე და დახვეწილი ავეჯის სახლ „ნიტას“ დირექტორი მირანდა ხეცურიანია. რომ არა მისი და კახაბერ ლევიძის (მეუღლე) განსხვავებული ხედვა და კრეატივი, "ნიტა" შეიძლებოდა ერთი რიგითი ავეჯის სახლი ყოფილიყო.

გვიყვება, რომ ერთ დღესაც, სამედიცინო სფეროდან ბიზნესში აღმოჩნდა და უკვე ოთხი წელია საქმეს წარმატებით უძღვება. დღეს "ნიტას" სამი ფილიალია გახსნილი და რაც მთავარია, მხოლოდ "ნიტას" სახლისთვის მზადდება ექსკლუზიურად ავეჯი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიისგან (Weltew Home ), რომელიც მსოფლიოს 45 ქვეყანასთან თანამშრომლობს.

"ქუთაისში სამედიცინო ფაკულტეტზე ჩავაბარე ფარმაციის განხრით. ეს პროფესია ყოველთვის წინა პლანზე და საყვარელ პროფესიად დარჩება. ბიზნესი მეორე მხარეა, სადაც უკვე ჩაბმული ვარ. "პსპ"-ს კომპანიაში წლების განმავლობაში ვმუშაობდი, სწორედ მაშინ დაარსდა "ნიტას სახლის" ქუთაისის ფილიალი. ხელშეკრულება გავაფორმეთ უმსხვილეს კომპანიასთან (რომელიც დღეს ჩვენი პარტნიორია), მივხვდი რომ "ნიტას" სჭირდებოდა სხვანაირი განვითარება და ორ უზარმაზარ საქმეს ერთად ვერ შევათავსებდი. ერთი წლის განმავლობაში ვებრძოდი ამ ყველაფერს, რომ იქნებ ორივე საქმე შემეთავსებინა, მაგრამ ვერ მოხერხდა, ამიტომ დავწერე განცხადება "პსპ"-ში და წამოვედი (დღემდე ვმეგობრობთ ჩვენ, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს). ბიზნესის სფეროში უკვე 4 წელია ჩართული ვარ, მარკეტინგისა და დიზაინის კუთხით.
https://i.postimg.cc/dtPB5czC/827556-B0-951-A-4-D41-B720-0-CD02873-BDE2.jpg
სამედიცინო სფეროდან ბიზნესში გადასვლა მარტივი არ ყოფილა, თუმცა, სადღაც, ქვეცნობიერში ეს ნაწილიც იყო ალბათ. ჩემი ოჯახის საკუთრება რომ არ ყოფილიყო ეს ბიზნესი, შეიძლება ვერც ვერასდროს გამეგო ეს შესაძლებლობა ჩემში იყო თუ არა. თუმცა, დიზაინის კუთხით ხედვები ყოველთვის მქონდა, მაგრამ მქონდა ჩემი პროფესია (ფარმაცია) და ამას აღარ ვაქცევდი ყურადღებას. ბიზნესში დავიხარჯე ბოლომდე. ძალიან რთული იყო, მაგრამ როდესაც გულით გინდა ადამიანს რაღაც და საქმეს დიდი სიყვარულითა და მოთმინებით უდგები, გამოდის ნელ-ნელა ყველაფერი. როდესაც ხედავ რომ გამოგივიდა, ამაზე დიდი ბედნიერების შეგრძნება არაფერია. დიდი ფაქტორი ითამაშა იმანაც, რომ ჩვენ დავდიოდით საზღვარგარეთ შეხვედრებზე. ბევრი რამ შემმატა უცხოურ კომპანიებთან ურთიერთობამ. ისინი არიან უზარმაზარი გამოცდილების მქონე კომპანიები, მათ გააღვიძეს ჩემში ეს ყველაფერი და მალე ჩემი ხედვები მასშტაბებზე გავიდა,"-ამბობს მირანდა ხეცურიანი.

თავდაუზოგავი შრომა და საქმის სიყვარული - ასეთია ჩვენი რესპონდენტის წარმატების ფორმულა. ამბობს, რომ წარმატება ერთ დღეში არ მოდის, ამას გარკვეული ეტაპები სჭირდება. მანამდე არ უნდა გაჩერდე, იბრძოლო და შენივე ინტელექტითა და ქმედებით დაიმკვიდრო ადგილი საზოგადოებაში.

"წარმატების პირველი ფორმულა შრომისმოყვარეობაა, ამასთან უნდა გიყვარდეს ის საქმე, რასაც ემსახურები. არასდროს არ უნდა იფიქრო ის, რომ არ გამოგივა. უნდა იყო თავდაჯერებული და საუკეთესოსკენ მიდრეკილების ამბიცია გქონდეს. უზარმაზარ შრომას, სიყვარულსა და დამოკიდებულებას საკუთარი თავისა და იმ საქმისადმი, რასაც იწყებ და აკეთებ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ზოგადად, როდესაც საზოგადოდ ემსახურები რაღაცას (წარმატებისკენ წასული საქმე საზოგადო ხდება), უნდა გახსოვდეს, რომ საქმის სიყვარულთან ერთად, გიყვარდეს ის საზოგადოებაც, სადაც ეს საქმე უნდა განავრცო.

თავდაუზოგავ შრომას + უდიდესი სიყვარული+ კეთილშობილება არის დიდი საქმე წარმატებისკენ. მაგრამ, ამას სჭირდება ეტაპები იმიტომ, რომ რასაც იწყებ, ერთ და ორ დღეში არ კეთდება, თუმცა ყოველდღიურობაში ხედავ, რომ ეს საქმე ნელ-ნელა გამოგდის. ამასთან, ერთ ადგილზე არ უნდა გაჩერდე. გამომივიდა და ახლა მორჩა, გავჩერდე - ასე არაა. რომ გამოგივიდა, ახლა უნდა განავრცო და სხვანაირად მიაწოდო საზოგადოებას. მრავალფეროვანი უნდა იყო შენივე საქმეში. შენი პიროვნულობის დამკვიდრება უნდა შეგეძლოს შენივე თვისებებით, ინტელექტით, ქმედებითა და დიდი სიყვარულით. როცა სიყვარულით იხვეჭს პიროვნება სახელს, საქმეც გამოდის. მინდა მივმართო ქალბატონებს, არასოდეს დაივიწყონ საიდან იწყებენ, როგორ იწყენებ და შრომასთან ერთად, სიყვარულით აკეთონ საქმე,"-ამბობს მირანდა ხეცურიანი.

გარკვეული დაბრკოლებები მასაც შეხვედრია, თუმცა არასდროს მიუცია საკუთარი თავისთვის მოდუნებისა და დაცემის საშუალება. პირიქით, ახალი ძალებითა და შემართებით, სულ წინ მიიწევდა.

"ჩემი ბიზნესიდან გამომდინარე, ბევრჯერ შემხვედრია დაბრკოლება. მიფიქრია, რომ მორჩა, დამთავრდა ყველაფერი, აღარ შემწევს ძალა, რომ გადავარჩინო, შევინარჩუნო ან წინ წავიყვანო საქმე. მქონია ასეთი მომენტები, მაგრამ არასოდეს მიმიცია საკუთარი თავისთვის იმის უფლება, რომ არ გამომივიდოდა. ყოველთვის ვეუბნებოდი საკუთარ თავს: რას ქვია არ გამოგივა, მაშინ რატომ ხარ ძლიერი? იმდენად ძლიერი უნდა იყო შინაგანად, საკუთარ თავს არ უნდა მისცე უფლება დაყაროს ფარხმალი და რაც შექმენი, გაანადგურო. თუ მოდუნდები, რაც გაქვს გაკეთებული, შეიძლება ისიც ჩამოგენგრეს. ბევრს ვშრომობდი, ვიღლებოდი, მხვდებოდა რაღაც ეტაპებზე დაბრკოლებები, მაგრამ მაინც არ ვეცემოდი. ღმერთის დიდი ხელშეწყობაც მქონდა. არ უნდა უთხრა საკუთარ თავს, რომ დამთავრდა, პირიქით, ახლა იწყებ და იმდენად ძლიერი ხდები, რომ შეიძლება, სწორედ იმ კონკრეტულ მომენტში დაგებადოს აზრი, რაღაც ისეთი მარცვალი ჩაგებეჭდოს, რომ ამ მარცვლიდან ააგო დანარჩენი. მოკლედ, შენზეა დამოკიდებული ყველაფერი,"-ამბობს მირანდა ხეცურიანი.

"ნიტა" სამომავლოდ კიდევ უფრო გაფართოვდება. სამომავლო გეგმების შესახებ რესპონდენტი Topnews.com.ge-სთან საუბრობს.

"სამომავლო გეგმები უკვე გაწერილი გვაქვს. ველოდებით გარემო პირობების დალაგებას. გვინდა, საერთოდ ახალი ფილიალი აშენდეს თბილისში (საკუთრება იქნება) და უცხოური დიზაინით საქართველოში პირველი იყოს. ამის შემდეგ, გავხსნათ ორ დიდ ქალაქში (ბათუმი და თელავი) ფილიალი. ამავდროულად, გვაქვს ამბიცია (არ ვიცი რამდენად განხორციელებადი იქნება), გავაკეთოთ "ნიტას" ავეჯის ფაბრიკა, სადაც იწარმოება ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელიც არა მარტო საქართველოში იქნება, არამედ მისი გატანა საზღვარგარეთაც შეგვეძლება. ქუთაისის ფილიალები დარჩება. კლასიკური ცალკე ხაზად იქნება, იმ ფილიალს კი, რომელიც პირველად გავხსენით ქალაქში, დიზაინსა და შოურუმებს შევუცვლით (გარეიერსახით)"-ამბობს მირანდა ხეცურიანი.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 788-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი