ქუთაისში გზებზე არსებული ორმოულების შეკეთება სრულდება
თარიღი : 15-04-2014, 18:33 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ ქალაქში მიმდინარე გზების სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.
დღეის მონაცემით, ორმოულების შეკეთება დასრულებულია რუსთაველის, ზვიად გამსახურდიას, აღმაშენებლის გამზირსა და ნინოშვილის ქუჩის მონაკვეთზე. დასასრულს უახლოვდება ასათიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები.
აღნიშნულ სამუშაოებს შ.პ.ს „დაგი+” ახორციელებს. სულ ქალაქის მასშტაბით ორმოულების შეკეთების მიზნით 1 250 000 ლარია გათვალისწინებული.
დღესვე ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ კოღუაშილისა და წყაროს ქუჩები დაათვალიერა.აღნიშნულ ქუჩებზე ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს „ტობე“ასრულებს.