Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დატოვებს თუ არა რიონის ხეობას კომპანია ‘ენკა’, 12 მარტს გახდება ცნობილი

თარიღი : 5-03-2021, 19:16 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ცაგერის კულტურის სახლში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები რიონის ხეობაში ჩავიდნენ. ისინი ჰესის მოწინააღმდეგეების შენიშვნებს უშუალოდ ადგილზე გაეცნენ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათ შორის შეხვედრა მომავალ პარასკევს გაიმართება, რომელსაც ყველა დაინტერესებული მხარე დაესწრება.

"მიუხედავად იმისა, რომ დიდი გაბრაზების საფუძველი გვაქვს თითოეულ ჩვენგანს, ჩვენ მშვიდობიანი ფორმით ვახერხებთ ჩვენი სათქმელი გამოვთქვათ და თან რასაკვირველია, არ დავთმოთ პოზიციები, რადგან მართლები ვართ. მომდევნო პარასკევს იქნება შეხვედრა, ჩვენ დავგეგმავთ რა ფორმატში იქნება, მის საჯაროობას და ა.შ. ვისაუბრებთ მნიშვნელოვან მწვავე დეტალებზე და მოვისმენთ ხელისუფლების პასუხს. ვფიქრობ, რომ ჩვენგან სწორი იქნება, მიეცეს ყველას შესაძლებლობა საკუთარი პოზიციები დააფიქსირონ. იმდენად მართალია ის პროცესი რისთვისაც ვიბრძვით, თავისთავად მივიყვანთ გადაწყვეტამდე, ამის დიდი იმედი გვაქვს. თუ შეხვედრაზე არ მივიღებთ პასუხს, რომ "ენკა" დატოვებს ხეობას, მაშინ 14 მარტის აქცია ძალაში რჩება,"-განაცხადა რიონის ხეობის მკვიდრმა ვარლამ გოლეთიანმა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 1011-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი