Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘თავად ივანიშვილმა და მისმა გუნდმა დადეს პირობა, რომ გიგანტური ჰესების მშენებლობა საქართველოში შეჩერდებოდა’, -რას აცხადებდა ცაგერის მოსახლეობა მინისტრებთან გამართულ შეხვედრაზე?

თარიღი : 5-03-2021, 18:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხმაური იყო ცაგერის კულტურის სახლში, სადაც მინისტრებსა და მოსახლეობას შორის ნამახვანჰესთან დაკავშირებით შეხვედრა იმართებოდა. ადგილობრივებმა გარემოს დაცვისა და ეკონომიკის მინისტრებს მწვავე და კრიტიკული კითხვები დაუსვეს. ადგილობრივებს აინტერესებდათ, თუ რატომ გასცა ხელისუფლებამ 99 წლით მასშტაბური ტერიტორია და რატომ დაიწყო "ენკამ" აფეთქებითი მოსამზადებელი სამუშაოები მანამ, სანამ დასკვნა და ხელშეკრულება გახდებოდა ცნობილი. მოსახლეობა ამბობს, რომ მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე მინისტრებისგან ზედაპირული პასუხები მიიღეს, ამიტომ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს.

"თავად ივანიშვილმა და მისმა გუნდმა დადეს პირობა, რომ გიგანტური ჰესების მშენებლობა საქართველოში შეჩერდებოდა, მაგრამ როგორც თქვენი წინამორბედი, ისევე თქვენ, ქალბატონო მინისტრო, ამბობთ, რომ ნამახვანჰესის გარდა, თურმე სხვა ჰესებიც უნდა აშენდეს. ერთ-ერთმა თქვენმა დეპუტატმა გუშინ ასეთი სიბრძნე თქვა, რომ 80 ჰესის მშენებლობა გქონიათ დაგეგმილი საქართველოში. ახლა ხალხს სცლით, გინდათ 80 ჰესი ააშენოთ და საქართველო აქციოთ ერთ დიდ ჰესად? სამწუხაროდ, თქვენ ისტორია დაგავიწყდათ მემგონი, მოვა დრო და გაგასამართლებენ თქვენ, ისე როგორც სამშობლოს მოღალატეებს”

"როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეს პროექტი საბჭოთა კავშირის პერიოდში დაიწუნეს გეოლოგებმა და საკმაოდ ძლიერმა სპეციალისტებმა. მაინტერსებს, რა მოხდა გეოლოგიაში ისეთი, რომ ახლა შეიძლება აშენდეს ჰესი. ძალიან გული მწყდება, რომ ეს შეხვედრა, საბოლოო ჯამში, მხოლოდ შეხვედრისთვის გამოდის. ეს შეხვედრა არ არის სიმართლესა და გულწრფელობაზე დაფუძნებული"

"ხელშეკრულებაში კიდევ წერია, რომ "ენკას" შეუძლია მოითხოვოს და სახელმწიფო ვალდებულია სასოფლო-სამეურნეო მიწაც რომ იყოს, 1 ლარად გადასცეს კომპანიას. 15 წლის შემდეგ გეოპოლიტიკურად რომ შეიცვალოს სიტუაცია და არ უნდოდეს თურქეთს და შეიძინოს რუსეთმა, მერე რა ვქნათ?"

"ხალხი 132-ე დღეა ქუჩაშია, ზუსტად ამდენი დღეა მთავრობიდან მათთან არავინ მისულა. 99 წლის შემდეგ რა იქნება ვინ იცის? არანაირი ვალდებულება არ გააჩნია ინვესტორს, რომ ელექტროენერგია დატოვოს ჩვენთან. მაინტერესებს, სად არის ენერგოდამოუკიდებლობა ამ ჰესის აშენების შემდეგ? რას იღებს საქართველო 99 წლით ამ მიწის გადაცემით ინვესტორისგან? ან რაში დასჭირდა საქართველოს 99 წლით გაეჩუქებინა მიწა?"-განაცხადეს ადგილობრივებმა შეხვედრისას.

მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მთავრობის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ არ არის გამორიცხული ხელისუფლებასა და თურქულ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების კორექტირება მოხდეს.

"შეიძლება მოხდეს კორექტირება, რამდენადაც ეს დამყარებული იქნება რეალურ პრობლემებზე და არა დავუშვათ, ზოგიერთი არასამთავრობოს მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციაზე (რასაც მოსახლეობა შეჰყავს შეცდომაში). ანუ, ბევრი რამის გათვალისწინება დღესაც შეიძლება და ეს შეხვედრა ნამდვილად არ ყოფილა შეხვედრისთვის. ეს შეხვედრა არის გზამკვლევი ჩვენთვის, მთავრობისთვის, რომ ბევრი რამ გავითვალისწინოთ (ჯერ კიდევ საწყისს ეტაპზეა პროექტი),”-განაცხადა ნათია თურნავამ.

დღევანდელ შეხვედრას არ ესწრებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც რიონის ხეობაში უკვე 132-ე დღეა უწყვეტ აქციებს მართავენ, რის გამოც მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ხეობაში თავად ჩავიდნენ და კარავში მყოფ მოსახლეობას ადგილზე ესაუბრნენ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 571-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადგილობრივები სოფელში ჰესების კასკადის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.

ამინდი