Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში 3 სკოლა სრულ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

თარიღი : 5-03-2021, 11:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მე-12 , 29-ე და 33-ე სკოლები სრულ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. ამის შესახებ Topnews.com.ge-ს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა. მაია ცქიტიშვილის თქმით, აღნიშნულ სკოლებში თანამშრომელს კოვიდი დაუფიქსირდა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, სრულ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.

"ბოლო კვირის მონაცემებით, დისტანციურზე გადასვლის მსურველები (მშობლების განცხადებები) არ მოგვმატებია, პირიქით, ამ კუთხით კლება გაქვს. 2500-მდე ვიყავით ასული და 2200-მდე იყო ოთხშაბათის მონაცემებით. რაც შეეხება წერილოვან ინფიცირების მატებას, არ დაფიქსირებულა. ჰიბრიდულ სწავლებაზე როგორც იყო დარჩენილი სკოლები, ისევ აგრძელებენ (ორ კვირიანი ჰქონდათ არჩეული). მხოლოდ სამი სკოლა გვყავს სრულ დისტანციურზე. ფაქტობრივად, ეს კვირა მოუწიათ დისტანციურზე სწავლება, ახლა არდადეგები უწევთ ისედაც და 15 მარტიდან ჩვეულებრივად განაახლებენ სასწავლო პროცესს,"-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში 8-დან დაიწყება და 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 429-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 15 მარტამდე გაგრძელდება.

ამინდი