Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პანდემიის დროს მეგობრების მიერ წამოწყებული ბიზნესი, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა

თარიღი : 5-03-2021, 10:09 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"კვასტი&ანი • Kvasti&Ani "- სოციალურ სივრცეში ფერადი, ჰაეროვანი და გემოვნებიანი პროდუქციის კიდევ ერთი გვერდი გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ გვერდი ახალი შექმნილია, 41 000 მოწონება აქვს და უკვე ბევრი კმაყოფილი და ერთგული მომხმარებელიც ჰყავს.

"კვასტი&ანი"- ქუთაისელი მეგობრების წამოწყებაა. როგორც Topnews.com.ge-ს ანა რაზმაძე უყვება, იდეა პანდემიის დროს დაებადათ, როცა თავისუფალი დრო ბევრი იყო. თავიდან სასურველი ფორმის, ზომის, დიზაინისა და პრინტის პირბადეების დამზადებით დაიწყეს. შემდეგ სამზარეულოს დიდი და პატარა დიასახლისებისთვის ხელნაკეთი კომფორტული წინსაფრებიც შექმნეს. ამას მალე თეთრი, ნაზი, ჰაეროვანი და მოდური საგაზაფხულო საყელოებიც დაემატა.

"ეს პატარა ბიზნესი მე და ჩემმა მეგობრებმა წამოვიწყეთ. იდეა პანდემიის დროს დაგვებადა, როცა ჩემი მეგობარი სამსახურის გარეშე დარჩა. იმის გამო, რომ ბევრი რამ დაიხურა, ცხოვრების სხვანაირ რეჟიმზე გადავერთეთ, გადავწყვიტეთ თავისუფალი დრო რაღაცით შეგვევსო.

დავიწყეთ პირბადეებით, ჩემს მეგობარ თამუნა კვასტიანს ძალიან კარგი ხედვა აქვს, ქმნის ესკიზებს. მისი დედაც ძალიან კარგად კერავს. სამეგობროში ყველას მან დაგვიმზადა პირბადეები, სწორედ აქედან დავიწყეთ. ადმინისტრირებასა და მიწოდებას თამუნა და მაკა ხელმძღვანელობს, მე გაყიდვები, სოციალურ ქსელში მუშაობა და მარკეტინგული მიმართულება მაბარია. მოკლედ, მთელი ოჯახით ვართ ჩართული ამ ბიზნესში. პირველი შეკვეთები ძალიან მოეწონათ მომხმარებლებს, დიდი მოთხოვნა წამოვიდა სხვადასხვა ქსელიდანაც. მივიღეთ კორპორატიული შეკვეთები დიდი რაოდენობით. შემდეგ იდეებიც წამოვიდა, დავიწყეთ წინსაფრების შეკერვაც. ამაზეც კომპანიებისგან მივიღეთ შეკვეთები (მათი დიზაინისა და ლოგოების მიხედვით ვამზადებთ). მოხდა ისე, რომ მომხმარებლებმა საყელოების დამზადებაც გვთხოვეს.

მოკლედ, საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ, 41 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს ჩვენს გვერდს სოციალურ ქსელში. ამას არც მოველოდით. ონლაინ მაღაზია გვაქვს, შეკვეთებზე ვმუშაობთ ძირითადად. ვცდილობთ, რაც შეიძლება კარგი პროდუქტი მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებლებს. რადგან შეკვეთები ბევრი გვაქვს (განსაკუთრებით ახლა, როცა 30%-იანი ფასდაკლების აქცია გვაქვს) ვგეგმავთ, გავფართოვდეთ და რამდენიმე ადამიანიც დავასაქმოთ. იმედი გვაქვს, რომ პანდემიის დროს შექმნილი პატარა ბიზნესი, დიდი და ძლიერი გახდება,"-ამბობს ანა რაზმაძე Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, პროდუქტის შესაქმნელად ნატურალურ მასალას იყენებენ. ფასები ხელმისაწვდომია, 3 ლარიდან იწყება და 50 ლარი მაქსიმუმია. აღსანიშნავია, რომ პროდუქცია შეკვეთიდან 3 დღეში მზადდება და ადგილზე მიტანის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 391-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი