Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“ატარეთ პირბადე, ეს არის ამ დროისთვის ერთადერთი უნიკალური შესაძლებლობა, რათა არ გავრცელდეს ინფექცია”

თარიღი : 4-03-2021, 11:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, კოვიდ დადებითობის მაჩვენებელი 1-2%-ის ფარგლებში მერყეობს - ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა განუცხადა. თუმცა, გოჩა გიორგიძის თქმით, ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას და რეკომენდაციების დაცვა ყველამ უნდა გავაგრძელოთ.

"ჯერჯერობით მატება არ გვაქვს. ბოლო მონაცემების მიხედვით მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ სამწუხაროა ის, რომ პირბადის მოხმარების მხრივ ძალიან შესუსტდა ყურადღება საზოგადოებაში. ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეები ისევ არღვევენ წესებს. კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩვენს საზოგადოებას, ყველას, თოთოეულ ადამიანს, დაიცვან ის რეკომენდაციები, რომელსაც აწვდის მათ დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო. ატარეთ პირბადე, ეს არის ამ დროისთვის ერთადერთი უნიკალური შესაძლებლობა, რათა არ გავრცელდეს ინფექცია. თუ ჩვენ რეკომენდაციებს დავარღვევთ და ისევ დავუშვებთ იმ შეცდომებს, რომელიც პირველი ტალღის შემდეგ დავუშვით, ამ შემთხვევაში მატება გვექნება,"-განაცხადა გოჩა გიორგიძემ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 20 იმერეთში დადასტურდა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 218-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი