Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘თუ ადამიანი იჭირვებს და თავის შრომას, დანაზოგს მოახმარს ახალ ბიზნესს, სადაც ხალხი დასაქმდება, წესით ყველა უნდა მივესალმოთ,’-ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი რიონის პირას სასტუმროს მშენებლობაზე

თარიღი : 3-03-2021, 22:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
უქიმერიონის მაჟორიტარი დეპუტატი ამირან კოპალეიშვილი Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში ადასტურებს, რომ ქუთაისში, რუსთაველის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, რიონის სანაპიროზე (სადაც ქალაქის მერია სკვერის მოწყობას აანონსებს), მიწის გარკვეული ნაწილი მისი ოჯახის საკუთრებაშია. ქუთაისის საკრებულოს წევრი ამბობს, რომ ეს ტერიტორია 2016 წელს აუქციონზე იმ პირობით გავიდა, რომ იქ სასტუმრო უნდა აშენებულიყო.

მისივე თქმით, თვითმმართველობამ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან ერთად, პროექტი ორჯერ დაიწუნა და ამჟამად ყველა შენიშვნის გათვალისწინებით, ახალ ესკიზზე მუშაობენ.

"ეს იყო თავიდან 13 სართულიანი, დაგვიწუნეს სიმაღლე, შემდეგ წარვადგინეთ 7 და 8 სართულიანი ორი შენობა ( ასე ვთქვათ ერთმანეთთან შეერთებული). აქაც ბევრი ნიუანსი იყო, რაც დაიწუნეს. ახლა ახალ ესკიზზე ვმუშაობთ, რომელიც აბსოლუტურად სხვა პროექტი უნდა იყოს. ანუ, ამ შენიშვნების გათვალისწინებით რადიკალურად იცვლება პროექტი. დამერწმუნეთ, ყველაფერი ძალიან გამჭვირვალეა ამ მიწის შეძენის დღიდან დღემდე. არის მიწერ-მოწერები მერიასა და ჩემს ოჯახს შორის (ჩემი ხომ არ არის? მაგრამ ჩემიც რომ იყოს, რა დაშავდებოდა არ ვიცი). კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოცაა ჩართული აქ, მათ რეკომენდაცია უნდა გასცენ, ამიტომ მათთან თანხმდება ბევრი ნიუანსი,"-განაცხადა კოპალეიშვილმა.

მისივე თქმით, ვინ იქნება ინვესტორი ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარია კარგი პროდუქტი შეიქმნას.

"აბსოლუტურად ყველა, დაწყებული ჩემი ოჯახის წევრებიდან, დამთავრებული ქალაქის მმართველობით და გაგრძელებული თუნდაც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოთი, ყველა დაინტერესებულია, რომ თუ რამე გაკეთდება, გაკეთდეს ლამაზი, მოუხდეს იქაურობას. მაგრამ, აქამდე რომ მიხვიდე არის პროცესი. ზოგ შემთხვევაში ეს 3-4 წელი გრძელდება. ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება ჩემი ოჯახი ამ პროცესებს, ითვალისწინებს ყველა შენიშვნას, რომ საბოლოოდ, კარგი პროექტი მიიღოს. კარგი რომ იყოს, ეს პირველ რიგში ჩემს ოჯახის წევრებს უნდათ იმიტომ, რომ დღეს, სასტუმრო ბიზნესში ისეთი კონკურენციაა, თუ პროდუქტი არ გექნა კარგი, ნაკლები შანსი გაქვს იმის, რომ მაგალითად სტუმარი გყავდეს. ამიტომ, აბსოლუტურად ყველა მხარე დაინტერესებულია, კარგი აშენდეს.

ის, რომ იქ არაფერი არ აშენდეს, არ არის სწორი დამოკიდებულება. აუქციონი რომ ჩატარდა, მაშინ ედო ასეთი პირობა: მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგეძლო მონაწილეობის მიღება, თუ დათანხმდებოდი სასტუმროს მშენებლობას. იმ ეტაპზე დაინახა მამაჩემმა, რომ რაღაც საინტერესო და პერსპექტიული იქნებოდა, გარისკა და იყიდა. არავის აქვს იმის საშუალება, ტყუილად იყიდოს მიწა და ჰქონდეს. თუ ადამიანი იჭირვებს და თავის შრომას, დანაზოგს მოახმარს ახალ ბიზნესს, სადაც ხალხი დასაქმდება, ყველა უნდა მივესალმოთ წესით. მე მაგალითად, მამაჩემის კონკურენტები რომ რაღაც კარგს აკეთებენ, მიხარია იმიტომ, რომ ვითარდება ქალაქი, ახალი სამუშაო ადგილები იქმნება და თქვენ რატომ უნდა დაინახოთ ამაში რაღაც კატასტროფა, ვერ ვხვდები. ჩვეულებრივი ამბავია, ვინ იქნება ინვესტორი ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარია რა პროდუქტი შეიქმნება. თუ გაამართლებს, როგორც ახალი ტურისტული ლოკაცია, პირიქით კარგი არაა?"-ამბობს კოპალეიშვილი Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, თემის ირგვლივ საზოგადოების ინტერესი დიდია და ეს ბუნებრივიცაა. კოპალეიშვილი ამბობს იმასაც, რომ შენობა ქალაქის იერსახეს არათუ დაამახინჯებს, გაალამაზებს.

"ამ თემის ირგვლივ ვნახე სოციალურ ქსელში გამოხმაურება. გასაგებია ინტერესი. ჩემთვის უცხო არ არის, აინტერესებდეს ქუთაისელს მათ ქალაქში რა კეთდება. ეს ბუნებრივია. მეტსაც გეტყვით, მეც მაინტერესებს სხვა ლოკაციაზე იქნება, თუ ჩემი ოჯახის, როგორი გამოვა. აბსოლუტურად ყველას, ვისაც ქალაქი უყვარს, უნდა, რომ თუ გაკეთდება რამე, იყოს კარგი, ლამაზი და მიმზიდველი. გახდეს საინტერესო ტურისტებისთვისაც. მესმის ეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, რატომ დაამახინჯებს ეს შენობა ქალაქის იერსახეს და არ გაალამაზებს? რომ იძახით საზოგადოებას არ უნდა ამ ტერიტორიაზე აშენდესო, თუ გინდათ სოციალური გამოკითხვა გავაკეთოთ. მაგალითად, ეკონომისტი ადამიანი სულ სხვანაირად შეაფასებს სიახლეს. სხვა პროფესიის ადამიანი - სხვანაირად.

რა არ უთქვამთ ჩემზე, იქ დროშის თემაზეც, მაგრამ არასდროს კომენტარზე უარი არ მითქვამს იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი მართლები ვართ. მამაჩემს რისი გამოცდილებაც აქვს, რისი კეთებაც ყველაზე კარგად გამოსდის, იმას საქმიანობს 47 წელია. რამდენად სამართლიანი იქნება, რომ ამხელა სტაჟის მშენებელმა საქმიანობას თავი დაანებოს იმიტომ, რომ მისი შვილი საკრებულოს წევრია?"-ამბობს ამირან კოპალეიშვილი.

საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ნიკიტინის ქუჩაზე სკვერი მოეწყობა, აღნიშნული სასტუმროს მშენებლობაზე კი ნებართვა ჯერჯერობით არაა გაცემული.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 401-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'სასტუმრო ქუთაისისთვის წიგნის ყდის ფუნქციას შეასრულებს'-ამბობენ მერიაში

ამინდი