Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თერჯოლის სოფელ რუფოთს ახალი ამბულატორია აქვს

თარიღი : 15-04-2014, 16:05 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა ეკონომიკური პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან იოსებ ხახალეიშვილთან და თერჯოლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ რუფოთის ამბულატორიის შენობა დაათვალიერეს.
2 წლის განმავლობაში სოფლის ამბულატორია საბავშვო ბაღის შენობის ნაწილში იყო განთავსებული, რაც პაციენტებსა და მედპერსონალს პრობლემებს უქმნიდა. ადგილობრივი ექიმის ნინო ამაშუკელის თქმით, ახალი შენობა თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და ისეთი სამედიცინო მომსახურების გაწევის საშუალებას იძლევა, რომელიც აქამდე შეუძლებელი იყო.
აღნიშნულ პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად. სოფელ რუფოთის ამბულატორიის საძირკვლის მომზადების სამუშაოების ღირებულება 8060 ლარია. საჭირო ფინანსები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. ამბულატორიის შენობაში საჭირო ავეჯსა და სამედიცინო აღჭურვილობას რამდენიმე დღეში შეიტანენ და სამედიცინო ცენტრი სრული დატვირთვით დაიწყებს მუშაობას.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მსგავსი ტიპის ამბულატორია 81 სოფელში მოეწყობა.


ნანახია: 2439-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფელ საწულუკიძეოში, სადაც დაახლოებით 400 კომლამდე ცხოვრობს, ამბულატორია ამ დრომდე არ არსებობდა. ახალი ამბულატორია შესაბამისი
სოფელში 30 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელსაც რეგიონული განვითარების ფონდი 119 000 ლარით
ვანის მუნიციპალიტეტში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობის პროცესს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სოფელ პერევში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ამბულატორია გაიხსნა, სადაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით რამდენიმე სოფლის

ამინდი