Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მერიამ დედის დღე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, ყველაზე ახალგაზრდა მრავალშვილიან დედას მიულოცა

თარიღი : 3-03-2021, 13:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ დედის დღე მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბში მცხოვრებ, ახალგაზრდა მრავალშვილიან დედას მიულოცა.

“ბევრი ვიფიქრეთ, შეიძლება ვინმე გამოყო და დედის დღე განსაკუთრებულად მიულოცო? ალბათ - არა. ყველა დედა უკვე განსაკუთრებული მოვლენაა, მაგრამ მაინც მგონია, რომ მრავალშვილიანი დედა გმირია! დიახ, ზუსტად გმირობაა 40 წლის ასაკში გყავდეს 8 შვილი და თან ამბობდე, რომ - კიდევ გეყოლება!

დედის დღე და სოფელ ბაბში მოსახლეობასთან შეხვედრა ერთმანეთს დაემთხვა. ზუსტად ამ სოფელში ცხოვრობს გივი სხილაძის და ხათუნა ბუაჩიძის მრავალშვილიანი ოჯახი. ხათუნა მუნიციპალიტეტში ყველაზე ახალგაზრდა მრავალშვილიანი დედაა, რომელსაც 8 შვილი ჰყავს. ჩვენ წლებია გვაქვს ურთიერთობა მათთან, მაგრამ ხარაგაულის მერთან, კობა ლურსმანაშვილთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მივსულიყავით და განსაკუთრებული ყურადღება გამოგვეჩინა.

კარგი იქნება აღვნიშნოთ, რომ სწორედ ბატონი კობას ინიციატივით, ახალგაზრდა მრავალშვილიან ოჯახს, საცხოვრებელი სახლის შესაძენად თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩაერიცხა. ამასთანავე, ოჯახი სარგებლობს ყველა იმ სოციალური პროგრამით რაც გაწერილია მერიაში.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ქალბატონ ხათუნას დედის დღეს, ჯანმრთელობას ვუსურვებ და შვილების კარგად ყოფნას. ასევე, მინდა გაზაფხულის პირველი დღესასწაული - დედის დღე მივულოცო ყველა დედას, განსაკუთრებით კი, ხარაგაულში მცხოვრებ დედებს. ბედნიერებას, სიხარულს და დღეგრძელობას გისურვებთ!,”-ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.


ნანახია: 420-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში სულ 45 მრავალშვილიანი ოჯახია და ყველა მათგანს ქალაქის მერიისგან დედის დღესთან დაკავშირებით საჩუქრები გადაეცა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღევანდელი დღე ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებსაც მიულოცეს.
მრავალშვილიან დედებს, რომელთაც 7 და მეტი შვილი ჰყავთ ქუთაისის მერიისგან 300–ლარი გადაეცათ.
პარლამენტი 'მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის' შესახებ კანონს განიხილავს.

ამინდი