უნდა აშენდეს თუ არა ნამახვანჰესების კასკადი?-საკითხზე დეპუტატები პარლამენტში იმსჯელებენ
თარიღი : 3-03-2021, 12:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

პარლამენტარები ნამოხვანჰესის წინააღმდეგ მასშტაბური აქციების მიზეზს მოსახლეობის არაინფორმირებულობაში ხედავენ. მმართველ გუნდში თანხმდებიან, რომ საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია სჭირდება. ამიტომ, საკითხის განხილვა კვირის ბოლოს, დარგობრივი და გარემოს დაცვის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დაიწყება.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავრობა მზად არის საკითხზე მსჯელობა დაიწყოს, თუკი ამის სურვილი დეპუტატებს ექნებათ.
"რადგან ოპოზიციაც და უმრავლესობაც გამოდის მოთხოვნით რომ ამასთან დაკავშირებით იყოს უფრო აქტიური დისკუსია, პარლამენტში მათ შორის, რა საკვირველია ეს განხილვის საგანია. მთავრობა არ იტყვის უარს, თუ პარლამენტისგან ასეთი მოთხოვნა იქნება,"- განაცხადა თალაკვაძემ.
პარლამენტის ტრიბუნიდან ნამახვანჰესის საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 თებერვალს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ათასობით ადამიანი გამოვიდა და ხელისუფლებას ორკვირიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ კომპანია "ენკამ" რიონის ხეობა დატოვოს.
"ნამოხვანჰესზე სწორი კომუნიკაცია თუ არ მოვახდინეთ და თუ სწორად არ მივიტანეთ მოსახლეობამდე, 80 სხვა პროექტი დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რომელიც 3 მილიარდ ნახევარი დოლარის ღირებულებისაა და ამ ეკონომიკურ კრიზისში ეს იქნება არსებითი პრობლემა,"-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა.
"როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ყველა დაინტერესებული პირი, დეტალურად უნდა იყოს ინფორმირებული პროექტის იმ შესწორებების შესახებ, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, განხორციელდა სწორედ გარემოს ზემოქმედების დეკუმენტის დამტკიცების შემდგომ. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მოსახლეობას არ ჰქონდეს განცდა, ცრუ წარმოდგენები პროექტის თაობაზე,"-განაცხადა გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.
ნამოხვანჰესის მშენებლობას პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილიც ეხმიანება და ამბობს, რომ პარლამენტში ხალხის ხმა უნდა ისმოდეს.
"ან ხელისუფლება ვერ ახერხებს ელემენტარულ კითხვებზე პასუხის გაცემას და მოსახლეობის დარწმუნებას, თუ ეს პროექტი კარგია, ან ეს პროექტი არის უვარგისი და მართლა საფრთხის შემცვლელი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ერთი რამ: პარლამენტი იმისთვის არსებობს, ამდენ ხარჯს იმიტომ სწევს მთელი ქართველი ხალხი, რომ პარლამენტში ხალხის პრობლემა, ხალხის დარდი და ხალხის ხმა უნდა ისმოდეს,"-განაცხადა ელისაშვილმა.
სხდომა, რომელზეც მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები საზოგადოებას ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდიან, სავარაუდოდ პარასკევს არის ჩანიშნული.
ცნობისთვის, ადგილობრივები უკვე 130-ე დღეა პროტესტის ნიშნად ღამეებს კარვებში ათევენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ჰესების კასკადის პროექტი რიონის ხეობას ზიანს მოუტანს, შეიცვლება კლიმატი და განადგურდება ხეობისთვის დამახასიათებელი ენდემური სახეობები. მათივე თქმით, ტერიტორია სეისმურად აქტიურია და ხეობაში ჰესის მშენებლობა დაუშვებელია.
ადგილობრივებთან ერთად ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან გარემოს დამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სასულიერო პირები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მოქალაქეები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან. მათ ხელისუფლებას ორკვირიანი ვადა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქუთაისის პიკეტირებას აანონსებენ.
ავტორი: ქეთი გელაშვილი