Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი რიონის სანაპიროზე სასტუმროს მშენებლობას გეგმავს?!

თარიღი : 2-03-2021, 14:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ნიკიტინის ქუჩაზე სკვერის მოწყობასთან ერთად, შესაძლოა სასტუმრო აშენდეს. სამოქალაქო აქტივისტი ნიკა დეისაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ აღნიშნული ქუჩის გარკვეული მონაკვეთი ქუთაისის საკრებულოს წევრის, ამირან კოპალეიშვილის საკუთრებაშია.

"გადაუმოწმებელი ინფორმაციით, პროექტი ყოფილა დამტკიცებული და მიწა გაყიდული. საინტერესოა, აღნიშნული ამბავი შეესაბამება თუ არა სიმართლეს. არადა მერიამ ამ ლოკაციაზე სკვერის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. ორივე ერთად სკვერიც და ეს ბინაც, რანაირად? მითხრეს ისიც, რომ ქუთაისის საკრებულოს წევრის, ამირან კოპალეიშვილის საკუთრებაშია ნიკიტინის ქუჩაზე არსებული მიწის ფართი, რომელზეც აშენებს სასტუმროს,"-წერს ნიკა დეისაძე.

დეისაძის ამ პოსტს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეები ამბობენ, რომ შენობა ქალაქის იერსახეს დაამახინჯებს და აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმროს აშენება დაუშვებელია.

"ჩემი აზრით, ამხელა 2 შენობა ჩაკეტავს სრულიად სივრცეს რიონის მარჯვენა სანაპიროზე. სანაპიროს გაცილებით მოუხდება იმ განაშენიანებასთან შეხამებული პროექტი, რომელიც არსებობს და არა ეს რაღაც გაურკვეველი პროექტი. იმედია ნებართვა არ არის გაცემული ამ პროექტზე და თუ არის, მერიის შესაბამისმა სამსახურმა უნდა გაგვიმარტოს მისი აუცილებლობა, რამეთუ ტერიტორია ესაზღვრება ისტორიულ ზონას და საზოგადოების ინტერესი დიდია,"-წერს ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყმაძე.

"არ მომწონს ამხელა შენობის აშენების იდეა, აქ მირჩევნია სკვერი გააკეთონ და მოაწყონ სივრცე, სადაც დაჯდები რიონის პირას. ამ ნებართვებს ვინც იძლევა, ქუჩაში არ გამოდის? ეგ ბინა დაამახინჯებს ამ ადგილს, ბინა და სკვერი რანაირად მოუხდება ერთმანეთს, არ ვიცი,"- წერს თაზი მოსეშვილი.

როგორც Topnews.com.ge-ს ქუთაისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე სკვერი მოეწყობა, აღნიშნული სასტუმროს მშენებლობაზე კი ნებართვა ჯერჯერობით არაა გაცემული.

"ნიკიტინის სკვერთან დაკავშირებით, ტენდერი გამოცხადებულია და როგორც კი გაირკვევა ტენდერში გამარჯვებული კომპანია, დაიწყება სკვერის მოწყობა. რაც შეეხება ამ შენობას, მასზე მშენებლობის ნებართვა ჯერჯერობით გაცემული არაა,"-აცხადებენ მერიაში.

საკრებულოს პრესსამსახურში დაგვიდასტურეს, რომ აღნიშნული ტეროტორია ამირან კოპალეიშვილის მამის, გია კოპალიეშვილის საკუთრებაშია, რომელიც წლებია სამშენებლო კომპანიას ფლობს. პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მან მიწა ჯერ კიდევ 2016 წელს შეიძინა, ვიდრე ამირან კოპალეიშვილი საკრებულოს წევრი გახდებოდა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 891-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამირან ვაშაკიძის თქმით, ქალაქის მერიის არქტიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა, ლევან სამხარაულის
ადგილობრივები აცხადებენ, რომ სკვერი თავის დროზე მოსახლეობამ გააშენა. მისი გაჩეხვის შემდეგ კი მოსახლეობას დასასვენებელი ადგილი

ამინდი