Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები გამოცდებს აუდიტორიებში ჩააბარებენ

თარიღი : 1-03-2021, 20:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ შალვა კირთაძემ განუცხადა. მისი თქმით, გამოცდები გაზაფხულის სემესტრიდან, აუდიტორიებში ჩატარდება.

"სწავლა ჰიბრიდული სისტემით მიმდინარეობს. ყველა ლექცია ონლაინაა, ლაბორატორიულები და პრაქტიკულები კი უნივერსიტეტის კედლებშია. ისე ვაკეთებთ, როგორც მინისტრის ბრძანებითაა განსაზღვრული. ასეთი სისტემით გაგრძელდება ჯერჯერობით სწავლა. რაც შეეხება გამოცდებს, აქამდე ყველაფერი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა, მაგრამ გაზაფხულის სემესტრიდან უნივერსიტეტის კედლებში გაგრძელდება.

ამ პანდემიის პირობებში მაქსიმალურად იყო უნივერსიტეტი მობილიზებული, ყველა დეკანატი და შესაბამისი სტრუქტურა. დაახლოებით იგივე შედეგი დაიდო, რაც მანამდე, გასულ წლებში. ნორმალურად წარიმართა საგამოცდო პროცესებიც,"-განაცხადა კირთაძემ.

მისივე თქმით, უნივერსიტეტი მაქსიმალურად უწყობს ხელს სტუდენტებს, რათა სწავლის საფასური გამარტივებული სისტემით დაფარონ.

"ამ კუთხით, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამარტივებული სისტემა გვაქვს უნივერსიტეტებს შორის. ჩვენი სწავლის საფასური გაყოფილია 4 ნაწილად. გადავადებებიც ძალიან ბევრი გვაქვს გაკეთებული. მოკლედ, მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს თითოეულ სტუდენტს, რომ შეძლონ გადახდა,"-განაცხადა შალვა კირთაძემ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 386-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლებლის სტრატეგიული გეგმის განხილვა და პოტენციურ დამსაქმებლებთან შეხვედრა

ამინდი