Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დაბა ხარაგაულის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა

თარიღი : 1-03-2021, 14:43 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დღეს, დაბა ხარაგაულის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა.

მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას -პანდემიასთან შესაბამისობაში, პირადად გაეცნო.

ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, სწავლის დაწყებამდე ტესტი კორონავირუსზე ყველა აღმზრდელმა და პედაგოგმა ჩაიტარა.

"ბავშვების უსაფრთხოების მიზნით და კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, სასწავლო ჯგუფებში რეგულარულად ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები. საბავშვო ბაღში აკრძალულია გარეშე პირების შემოსვლა. გათვალისწინებული და დაცულია ჯანდაცვის და განათლების სამინისტროს ყველა რეგულაცია. იმედი გვაქვს სასწავლო პროცესი აღარ შეჩერდება,“-განაცხადა მერის პირველმა მოადგილემ.

ბაღების გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი ამბობს, რომ სასწავლო პროცესი, 1-ელ მარტს, მხოლოდ დაბის ორ საბავშვო ბაღში განახლდა, რაც შეეხება მუნიციპალიტეტის სოფლებში სწავლა 4 მარტიდან აღდგება.


ნანახია: 242-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში არსებულ საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა.
სწავლის სრულად განახლებამდე კი მორიგე ბაღების სახით, გაერთიანების 4 ფილიალი იმუშავებს.

ამინდი