Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘თუ ხვალ დილიდან კომპანია ააგრიხინებს თავის ტრაქტორს და დაიწყებს რიონის ხეობაში მუშაობას, წინააღმდეგობას გავუწევთ,’-ხეობის მცველების განცხადება

თარიღი : 28-02-2021, 22:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რიონის ხეობის დამცველები პროტესტს აგრძელებენ და კარავში, ღია ცის ქვეშ, 127-ე ღამის გათევას გეგმავენ. როგორც ადგილობრივი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, კარავში დარჩენის მსურველთა რიცხვი გაიზარდა.

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე დღეს გამართული მასშტაბური აქციის შემდეგ, რიონის ხეობის დამცველები ელოდებიან, რომ ჰესების კასკადის მშენებელი კომპანია “ენკა” რიონის ხეობას ხვალ დატოვებს. იმ შემთხვევაში თუ კომპანია სამუშაოებს განაახლებს, კარავში მყოფი პირები მათთვის წინააღმდეგობის გაწევას გეგმავენ.

“თუ ხვალ დილიდან კომპანია ააგრიხინებს თავის ტრაქტორს და დაიწყებს აქ მუშაობას, ის ადამიანები, ვინც აქ ვართ შეკრებილი, გავწევთ წინააღმდეგობას და უკვე მოვუწოდებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს იდგა ქუთაისში, შევიკრიბოთ 14 მარტს, აღარ წავალთ იქიდან და მოვახდენთ ქალაქის პიკეტირებას. არაგონივრული იქნება ხელისუფლებამ ქართველი ხალხის მოთხოვნების იგნორირება სცადოს. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე კომპანია “ენკა” არ გავა და წესით ეს უნდა მოხდეს ხვალ,”-ამბობს ვარლამ გოლეთიანი.


ნანახია: 377-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი