Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას ორკვირიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქუთაისის პიკეტირებით იმუქრებიან

თარიღი : 28-02-2021, 13:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას ორკვირიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქუთაისის პიკეტირებით იმუქრებიან.

აქციის ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის თქმით, თუ ორი კვირის ვადაში მშენებელი კომპანია “ენკა” რიონის ხეობას არ დატოვებს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მასშტაბური აქცია გაიმართება და აქციის მონაწილეები იმ დრომდე არ დაიშლებიან, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს. გოლეთიანი იმასაც ამბობს, რომ მოქალაქეები პროტესტის ნიშნად, მანქანებს ქუჩაში გააჩერებენ.

“აქ მყოფმა თითოეულმა ადამიანმა დავდოთ პირობა, რომ თუ ორი კვირის ვადაში ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება, ისევ აქ მოვალთ და არ დავიშლებით,”-მიმართა გოლეთიანმა ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს.


ნანახია: 308-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი