Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საჩხერეში, მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში მოსწავლეების მონაწილეობით საჯარო დებატები გაიმართა

თარიღი : 27-02-2021, 20:37 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
საჩხერეში, მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში საჯარო დებატები გაიმართა, სადაც მოსწავლეები საჩხერის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან ჩაერთვნენ. ღონისძიება "საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ მიერ Visegrad Fund-ის პროექტ “დებატები მუზეუმებში” მხარდაჭერით, საქართველოს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და პროექტ "დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში განხორციელდა (რომელიც გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერაა მხარდაჭერილი).

პროექტში მთელი საქართველოდან 10 მუზეუმია ჩართული, მათ შორის მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმი. მათ რამდენიმე ეტაპიანი შესარჩევი კონკურსი გაირეს და საერთაშორისო პროექტ "დებატები მუზეუმებში“, ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად მოხვდნენ.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მუზეუმებში განათლების წახალისებას, რაც მუზეუმების სივრცეებში იმ სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობის ჩატარებით განხორციელდება, რომელიც ფორმალურ დებატებთანაა დაკავშირებული.
https://i.postimg.cc/xCXq3Nx8/FB2-F6277-4-C1-C-4-AEF-BC65-888-D9-B0-AADDC.jpg
დებატებს უმსაჯა საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის პროგრამების ხელმძღვანელმა და ტრენერმა, სოფიო ვეფხვაძემ, რომელიც საგანგებოდ ჩავიდა მუზეუმში აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით.

პროექტი "დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებასა და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.


ნანახია: 339-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მუხრან მაჭავარიანის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა.
ღონისძიებები პოეტის მუხრან მაჭავარიანის შემოქმედებას მიეძღვნა. აქტივობები სოფელ არგვეთში მუხრან მაჭავარიანის სახლ– მუზეუმში და
დებატები ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მიერ დაგეგმილი 2016 წლის საჯარო დებატების სერიის ფარგლებში

ამინდი