Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ვიცე-მერს ზეწოლაში ამხელს

თარიღი : 15-04-2014, 11:29 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის სულხან-საბას ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ფირუზ ბენიძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ბენიძე ქალაქის ვიცე-მერის მოვალეობის შემსრულებლის ნოდარ მიქიაშვილის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.
ფირუზ ბენიძის თქმით, გასული კვირის პარასკევს დღის მეორე ნხევარში ის ვიცე-მერმა დაიბარა და სამუშაოდ მერიაში გადასვლა შესთავაზა და აქვე განუმარტა, რომ თუ უარს იტყოდა, გამზადებული იყო ბრძანება, რომლის საშუალებითაც მას სამსახურიდან გაუშვებდნენ.
„მე მერიაში გადასვლაზე უარი ვთქვი, რადგან 11-12 წელი აქ ვმუშაობ და კარგად ვიცი ამ უბნის პრობლემები. ჩემი გათავისუფლების მიზეზად არარსებულ არგუმენტებს ასახელებენ, რაც როგორც ვიცი, ჩემს მუშაობას უკავშირდება. ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად სასამართლოში ვიბრძოლებ,“ - აცხადებს ბენიძე.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე მომხდარს მმართველი გუნდის მიერ მათთვის არასასურველი პოლიტიკური გემოვნების კადრების მოშორებით ხსნის.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის მაღალჩინოსნები ტელეეკრანებიდან ლოზუნგებს გვესვრიან მომავალ იარჩევნების უპრეცენტენდოდ მაღალი დემოკრატიულობის შესახებ, მიუხედავად, არჩევნების წინ დაჭერებთან დააკვშირებით გამოცხადებული მორატორიუმისა, როგორც სჩანს, ქვეყნის ხელისუფლებამ მეორე სტრატეგია აირჩია, რაც მათთვის არასასურველი პოლიტიკური გემოვნების კადრების თანამდებობიდან გაშვებას გულისხმობს,“ - აცხადებს თევდორაძე.


ნანახია: 1970-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი მერიის სულხა-საბას მართვის ტერიტორიული ორგანოს უკვე ყოფილი რწმუნებულის ფირუზ ბენიძის იმ
წყალტუბოში 7 სოფლის რწმუნებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, - აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია
ქუთაისის ყოფილმა ვიცე–მერმა კოტე რატიანმა ქალაქის მერიას სასამართლო დავა მოუგო.
შპს-ს ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებით, ის ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კოტე ლომიძემ დაიბარა და უთხრა, რომ
ქუთაისის ყოფილმა ვიცე–მერმა ამირან ზოწენიძემ ქალაქის მერიას სასამართლო დავა მოუგო.

ამინდი