Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

28 თებერვალს ქუთაისის ცენტრალური მოედანი რამდენიმე საათით გადაიკეტება

თარიღი : 27-02-2021, 18:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ დაგეგმილი საპროტესტო აქცია წყალტუბოს სოფელ ოფურჩხეთის ნაცვლად, ქუთაისში გაიმართება. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის თქმით, მონაწილეები 13:00 საათზე, ქუთაისში, მესხისვილის თეატრთან შეიკრიბებიან და და ცენტრალურ მოედანს რამდენიმე საათით დაკეტავენ.

"ხელისუფლება რაღაცნაირად პროვოცირებს, რომ დაპირისპირება მოხდეს შეკრებილებსა და პოლიციას შორის, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიღებელია. რიონის ხეობის მოსახლეობა ვემიჯნებით მსგავს ქმედებებს ყველას მხრიდან. ამ განცხადებებს მკაფიოდ იმიტომ ვაკეთებთ, რომ არ ჰქონდეს ადგილი რაღაც გადაცდომებს აქციაზე და დაპირისპირებებს. გვინდა ეს ყველაფერი თავიდან ავირიდოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს აწყობს თავად ხელისუფლებას და კომპანიას, რომ ჩვენი მხრიდან ვინმემ მართლა ისროლოს ქვა და დააზიანოს ტექნიკა ან მოხდეს მნიშვნელოვანი დაპირისპირება. ეს ყველაფერი მათ წისქვილზე დაასხამს წყალს, ჩვენი ბრძოლის ფორმები არის მშვიდობიანი. 126-ე დღეა აქ ვდგავართ და ქვის სროლა ვინმეს რომ ნდომოდა, აქამდეც გავაკეთებდით ამას. პრობლემის გადაწყვეტის გზა არის, რომ ჩვენ მშვიდობიანად გავყვეთ პროცესებს.

აქციის ლოკაცია შევცვალეთ. ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრის წინ გაიმართება და დაიკეტება მოედანი. მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ვიყოთ, რომ ხელისუფლებას ჩვენი ძალა დავანახოთ, რომ ხალხი არ შეეგუება იმ უსამართლობას, რაც რიონის ხეობაში ხდება. ლოკაცია შევცვალეთ იმიტომ, რომ გვაქვს ინფორმაცია ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება. ხეობა კი ვიწროა, ფიზიკურად აღარ იქნება დასადგომი ადგილი, რადგან აქ მარტო პოლიციელი იქნება ალბათ 1000 კაცი, ამას გარდა იქნება მათი და აქტივისტების მანქანები, შემოგვიერთდებიან ქალები, ბავშვები, სხვადასხვა სკოლები. ამასთან, აქ უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ ვახდენთ. ეცდებიან პროვოკაციული ჯგუფები შემოაგზავნონ აქციაზე, ქუთაისში კი ამას ვეღარ მოახერხებენ. რომ აგვერიდებინა თავიდან ეს პროვოკაციული დაპირისპირებები, გადავიტანეთ აქცია ქუთაისში.

აქციის დასრულების შემდეგ, ვისაც სურვილი ექნება დარჩეს კარვებში ჩვენთან ერთად, დავიძრებით ნამახვანისკენ და გავათევთ ღამეს, ვისაუბრებთ და დავსახავთ შემდგომ სამოქმედო გზებს, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა მშვიდობიან ფორმატში. ამიტომ, მოვუწოდებთ მათ, ვინც კარვებში დარჩენას აპირებს, თბილად ჩაიცვით და იქონიეთ ელემენტარული საჭიროებები, რაც ღამის გასათევად დაგჭირდებათ,"-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.


ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 512-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი