Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ხელმძღვანელობას აგდებული დამოკიდებულება აქვს. თუ თვალში არ მოსდიხარ, არც შვებულებას გაღირსებენ და არც დასვენების დღეს შეგარგებენ,’-რა ხდება ‘რიკო კრედიტში’?

თარიღი : 27-02-2021, 13:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
კამპანია “არა მონობას” “რიკო კრედიტის” მოქმედი თანამშრომლის წერილს აქვეყნებს. კომპანიის თანამშრომელი იმ პირობების შესახებ წერს, რომელშიც ორგანიზაციის თანამშრომლებს მუშაობა უწევთ.

“ვმუშაობ რიკო კრედიტში და მსურს იმ უსამართლობის შესახებ მოგწეროთ, რაც აქ ხდება. რამდენჯერმე დაიწერა თქვენს გვერდზე “რიკოს” შესახებ და იმის მერე გადარეულები არიან. გვიკრძალავენ თქვენთან ყველანაირ კავშირს. გვერდიც არ უნდა დავალაიქოთ და არც რაიმე ცუდი დავწეროთ! გაუსაძლისი პირობები და უამრავი აბსურდული ჯარიმები საკმა რისი არ იყო და ამას ისიც დაამატეს, რომ დაგვაკლეს ხელფასები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე! რეალურად კომპანია პანდემიის დროსაც კი არ დაზარალებულა, თუმცა ჩვენ მაინც შეგვიმცირეს ხელფასი. არავინ არაფერს გვეუბნება.

ხელმძღვანელობას აგდებული დამოკიდებულება აქვს. თუ თვალში არ მოსდიხარ, არც შვებულებას გაღირსებენ და არც დასვენების დღეს შეგარგებენ!

ერთადერთი მიზეზი რის გამოც ვითმენდით, ის ორი კაპიკი იყო და ახლა ესეც აღარ გვაქვს!
თუ კომპანია არ შეიცვლის დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ უფრო სერიოზულ ნაბიჯებს გადავდგამთ!,"-ნათქვამია წერილში.


ნანახია: 218-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი