ქუთაისში ხელოვნური საცოცი კედელი მოეწყობა
თარიღი : 26-02-2021, 22:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში ხელოვნური საცოცი კედელი მოეწყობა,-ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.
"რამდენადაც ვიცი, ხელოვნური საცოცი კედლის პროექტიც გვაქვს. სულ ცოტა ხნის წინ გვქონდა ამასთან დაკავშირებით საუბარი და გადაწყდა 4 მეტრი სიმაღლის კედლის მშენებლობა. პროფესიონალებს ველაპარაკეთ და ამ ტიპის კედელი სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ სწავლა შეძლონ დაინტერესებულმა ადამიანებმა. ასე რომ, ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება,"-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, ხელოვნური საცოცი კედლის მოწყობას მთამსვლელები წლებია ითხოვენ.
ავტორი: ქეთი გელაშვილი