Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია საქმიანობის ფართო სპექტრით

თარიღი : 15-04-2014, 00:50 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო ურთიერთობები და თანადგომა 2014“ ფუძნდება.
ორგანიზაცია საქმიანობის მიზნად მოქალაქეთა უფლებების დაცვას, აქტიური ახალგაზრდების მოზიდვას, მათთან თანამშრომლობას, სოციალურად დაუცველ პირთა, უმწეოთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარებას, ეკოლოგიის და გარემოს დაცვის საქმიანონისათვის ხელშეწყობასა და მორიტორინგს ასახელებს. გარდა ამისა, ორგანიზაცია აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ასევე საზღვარგარეთ მყოფ ქართველ სათვისტომოებთან.
„ორგანიზაციის მიზნებში გაწერილია ასევე, ეთნიკური და სხვა სახის უმცირესობათა უფლებების დაცვა, საქველმოქმედო საქმიანობა, საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, ტურიზმის განვითარება და ხელშეწყობა, რეგიონში მიმდინარე აქტივობების პოპულარიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება,“ - აცხადებს ორგანიზაციის დირექტორი ჯანო კვანტალიანი.
კვანტალიანის თქმით, ახალი ორგანიზაციის პრეზენტაცია მომავალ კვირას, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში იგეგმება.


ნანახია: 1922-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ' USAID-ის და 'საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის' მხარდაჭერით პროექტის-
"მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია" 1951 წელს დაარსდა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეხუთე წელია რაც შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, ორგანიზაცია რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებსა და მათთვის საქმიანობის გაცნობას მთელი
„მედიატორი“ შერჩეული მონიტორების საშუალებით ქუთაისის მერიის საქმიანობის მონიტორინგს გეგმავს.

ამინდი