Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი ახალგაზრდა, რომელმაც პანდემიის პერიოდში ტანისამოსის მოხატვა დაიწყო

თარიღი : 26-02-2021, 18:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ატარე ნახატი"- უკვე ბევრისთვის საყვარელი ფეისბუქ გვერდი, თვითნასწავლ ხელოვანს, 16 წლის ნინო კოღუაშვილს ეკუთვნის. სოციალურ სივრცეში ნინო მის მიერ ნახატებით გაფორმებული ტანსაცმელებისა და ძველი ნივთების ფოტოებს ათავსებს.

იდეა პანდემიის პერიოდში გაუჩნდა, როცა ხატვისთვის მეტი დრო დარჩა. სურდა ჯინსის ქურთუკზე ვან გოგის ნახატი გადაეტანა, მაგრამ ქუთაისში ვერავინ იპოვა შემსრულებული და მაშინ, გაბრაზებულმა გადაწყვიტა თავად მოეხატა. პირველივე მცდელობამ იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, მალე შეკვეთებიც მიიღო.

"იდეა მაშინ გამიჩნდა, როცა ჯინსის ქურთუკის მოხატვა მომინდა. მინდოდა ვან გოგის "ვარსკვლავებიანი ღამე" დაეხატათ ზედ, მაგრამ ქუთაისში ვერავინ ვნახე, ვინც გამიკეთებდა. გაბრაზებულმა გადავწყვიტე, ჩემი ხელით მომეხატა. ორ დღეში მოვხატე ქურთუკი აკრილის საღებავებით. ეს ისეთი საღებავია, რომელიც გარეცხვით არ შორდება. ყველას ძალიან მოეწონა: მეგობრებს, ოჯახის წევრებს. შემდეგ ჩემმა ახლო მეგობარმა, ბოლო ზარის პერანგის მოხატვა მთხოვა. მაშინ გამიჩნდა იდეა, ხომ არ ამეღო შეკვეთები. მას შემდეგ ამ საქმიანობას ვეწევი. ფასი მინიმალურია (ზომის მიხედვით 15-20 ლარი), მხოლოდ საღებავის დანახარჯი რომ აანაზღაუროს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ საქმიანობით მხოლოდ სიამოვნებას ვიღებ,"-ამბობს ნინო Topnews.com.ge-სთან.
https://i.postimg.cc/WzgBwJ9W/EFC42135-20-F3-477-E-B3-C5-E7-D014-B48242.jpg
გვიყვება, რომ შეკვეთების გარდა, თავისუფალ დროს ემოციები და შეგრძნებები ტილოზე გადააქვს. უკვე ასობით ნამუშევრის ავტორია. სკოლაში გამოფენა ორჯერ ჰქონდა. მის ნამუშევრებში ვან გოგის ფერები იგრძნობა.

"არასდროს მივლია სამხატვრო სკოლაში, თვითნასწავლი ვარ. ძალიან მიყვარს ფერების შეხამება. ხშირ შემთხვევაში პეიზაჟებს ვხატავ. უამრავი ნახატი მაქვს სახლში. მეგობრებსა და ახლობლებსაც ვჩუქნი. ერთი-ორი შეკვეთა ამაზეც ავიღე. ამას გარდა, კედლებიც მაქვს მოხატული. სახლში ერთი ოთახი გვქონდა გამოუყენებელი, კედლები ჩამოსანგრევი იყო. გადავწყვიტე მომეხატა. კედლის ერთ მხარეს, ვან გოგის "ვარსკვლავებიანი ღამე" მოვხატე, მეორე მხარეს - საკუთარი ნახატი. იმდენად ლამაზი გამოვიდა, აღარ ვანგრევთ კედელს. ამას გარდა, გიტარაც მაქვს მოხატული ვან გოგის "მზესუმზირებით". როგორც მიხვდით, ძალიან მიყვარს ვან გოგი. ჩემმა თანატოლებმა "ვან გოგაც" შემარქვეს. მისი ბიოგრაფია კარგად მაქვს შესწავლილი და ბევრი ნივთი მაქვს მისი რეპროდუქციებით. ვფიქრობ, განსხვავებული მხატვარია, მის ნამუშევრებში ძალიან მკვეთრი ფერებია და ეს მომწონს ყველაზე მეტად.
https://i.postimg.cc/brSycJmk/41-E20-D7-F-5-C07-4970-9140-585533401285.jpg
ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში ორჯერ იყო გამოფენა, ჩემ გარდა ბევრი ხელოვანი ბავშვი სწავლობს. მეცხრე კლასში ვიქნებოდი, პირველი გამოფენა რომ მქონდა. მეორედ მე ჩავატარე შემოდგომის ღონისძიება (შარშან), სადაც ჩემი ნახატების გარდა, თანატოლების ნამუშევრები და გადაღებული ფოტოებიც იყო გამოფენილი,"-ამბობს ნინო.

ჩვენი რესპონდენტი მხატვრობის გარდა სხვადასხვა სფეროთიცაა გატაცებული.

"მუსიკაც მიყვარს, ვმღერი და ფორტეპიანოზე ვუკრავ (შვიდწლედიც მაქვს დამთავრებული ქუთაისში). ვიცი გიტარაზე დაკვრაც, ამ პანდემიის დროს, საყვირზე სწავლაც დავიწყე. მიტაცებს სპორტიც. ბავშვობიდან ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ (მამაჩემი ფეხბურთელია). ადრე ფარიკაობასა და ჰოკეიზე დადიოდი, ჭადრაკში თანრიგოსანი ვარ. მოკლედ, ბევრი სფერო მაინტერესებს,"-ამბობს რესპონდენტი.

ფიქრობს, რომ სამომავლოდ, მხატვრობა ჰობად დაიტოვოს და სამედიცინო სფეროს მიუძღვნას თავი.

"სამომავლოდ ვაპირებ სამედიცინოზე ჩავაბარო. ბავშვობიდან მინდა ექიმობა. ცოტა ხანი პრაქტიკებზეც ვიყავი ერთ-ერთი კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაში, ექთნის დამხმარედ. კიდევ ვაპირებ ზაფხულში სტაჟირების გავლას. სამომავლოდ, სხვა პროფესიას არც განვიხილავ,"-ამბობს ნინო კოღუაშვილი.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 899-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თიბისი გალერეაში გამოფენა ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
ლევანი ტურიზმის ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა ამაყობს, რომ მთავარი პროფესიის მიუხედავად, მისი სამუშაო გამოცდილება მრავალმხრივია.

ამინდი