ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის სამგზავრო მატარებელი მუშაობას 27 თებერვლიდან განაახლებს
თარიღი : 26-02-2021, 12:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

სამგზავრო მატარებელი ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონი მგზავრთა გადაყვანას 27 თებერვლიდან განაახლებს.
“როგორც კი საქალაქთაშორისო მიმოსვლა აღდგა და მათ შორის სარკინიგზო, ჩვენ დაუყოვნებლივ დავუკავშრდით საქართველოს რკინიგზას - რა გეგმები ქონდათ საგარეუბნო მატარებლების აღდგენასთან დაკავშირებით, რადგან ხარაგაულის მოსახლეობისთვის გადაადგილების ეს საშუალება უალტერნატივო და საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება და ხვალიდან მატარებელი ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონი მგზავრთა გადაყვანას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად განაახლებს.
მგზავრთა უსაფრთხოებისა და პანდემიის საპრევენციო ღონისძიებების გატარებას შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები უზრუნველყოფენ.
მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ,”-აცხადებს ხარაგაულის მერი.
სამგზავრო მატარებელი შემდეგი გრაფიკით იმოძრავებს:
ხაშური-ზესტაფონი 7:20 - 9:40; 11:30 - 13:47;
ხაშური-ზესტაფონი 14:20 - 16:40; 17:25 - 19:40.