Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გია თევდორაძე: მამუკა მღვდელაძეს ქუთაისელი ბიჭისთვის ნაცადი ხერხით გავცემ პასუხს

თარიღი : 15-04-2014, 00:42 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მღვდელაძის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც მღვდელაძე ქუთაისში განთავსებულ იაფი საკვები პროდუქტების ჯიხურების მიმართ თევდორაძის ინტერესებზე საუბრობს.
უმცირესობის დეპუტატის განცხადებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლის მხრიდან მსგავსი განცხადება პოლიტიკური უპასუხისმგებლობაა. გია თევდორაძე იმასაც ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ გამოსავლის პოვნას „ნაციონალური მოძრაობისკენ“ თითის გაშვერით ცდილობს.
„მამუკა მღვდელაძე პოლიტიკური მომავლის შექმნას ცდილობს. მას ქუთაისელი ბიჭისთვის ნაცადი ხერხით გავცემ პასუხს: მტყუნის დედა მრავალწერტილით. სხვა ფორმით მასთან საუბარს აზრი არა აქვს. არ ვიცი ჯიხურების საქმეზე სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ თუ გადავხედავთ ამ ქალაქის ბოლო პერიპეტიებს და უკანონოდ გათავისუფლებულ ადამიანთა საქმეებს, ადვილი მისახვედრია ვინ მართავს სასამართლოს. „ნაციონალებისკენ“ თითის გაშვერა და ბინძური მეთოდებით ბრძოლა მათ კარგს არაფერს მოუტანს. უმჯობესია საქმეს მიხედონ და ჯიხურები აიღონ,“ - აცხადებს გია თევდორაძე.
ცნობისთვის, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულბელმა შოთა მურღულიამ დაახლოებით ერთი თვის წინ განაცხადა, რომ ქუთაისში შპს „მადლის“ მიერ განთავსებული იაფი საკვები პროდუქტების ჯიხურებს აიღებდნენ. მერიის ოფიციალური განცხადების შემდეგ, შპს „მადლმა“ ქალაქის საკრებულოს ის დადგენილება გაასაჩივრა, რომლის საფუძველზეც ჯიხურები უნდა აეღოთ. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. აღნიშნული თემა აქტუალური საპარლამენტო უმცირესობის წევრის გია თევდორაძის განცხადების შემდეგ გახდა, სადაც თევდორაძემ მერს საჯაროდ გაცემული პირობის შესრულებისა და ქალაქის ეფექტური მართვისაკენ მოუწოდა.


ნანახია: 2762-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვიდრე სასამართლო ჯიხურების ბედს გადაწყვეტს, პოლიტიკურ წრეებში ჯიხურების მეპატრონეთა და აღნიშნული ობიექტების მიმართ ინტერესის
თევდორაძის თქმით, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ერთი თვის წინ განაცხადა, რომ ქალაქში არსებულ შპს „მადლის“ მიერ ქუთაისის
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია 'ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარე გიგა შუშანია ქუთაისში, საკვები პროდუქტების გასაყიდი ჯიხურების
ქუთაისის სხვადასხვა ნაწილში დამონტაჟებულ ჯიხურებში საკვები პროდუქტები იაფად გაიყიდება.
ქუთაისში, შპს „მადლის“ მიერ განთავსებული იაფი საკვები პროდუქტების ჯიხურები აქტუალობას არ კარგავს.
ქუთაისში განთავსებული იაფი საკვები პროდუქტების ჯიხურების ასაღებად ქალაქის მერიამ შპს „მადლს“ 10 დღიანი ვადა მისცა.