თერჯოლა ახალი გამგებლის ასარჩევად ემზადება
თარიღი : 1-09-2013, 20:35 | კატეგორია: ახალი ამბები

თერჯოლის საკრებულომ ახალი გამგებლის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. გამგებლობის მსურველებს განაცხადების გასაკეთებლად ვადა მიმდინარე წლის 4 სექტემბრამდე აქვთ.
საკონკურსო განაცხადში მითითებულია, რომ გამგებლობის მსურველი მაგისტრის საგანმანათლებლო ხარისხს უნდა ფლობდეს. მისთვის სასურველია მენეჯერის პროფესია და 2 წლამდე სამუშაო გამოცდილება. რაც შეეხება ასაკობრივ ცენზს, გამგებლობის კანდიდატი 30 წლიდან 50 წლამდე ასაკის უნდა იყოს.
გამგებლის ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს საკრებულოსა და გამგეობის დებულებების, საჯარო სამსახურის შესახებ კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა მოეთხოვება.
შემოსულ განაცხადებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია შეაფასებს. კონკურსი ორ ეტაპიანია. დოკუმენტების შეფასების შემდეგ კანიდატები გასაუბრებას გაივლიან.
ახალი გამგებელი გამოსაცდელი ვადის გარეშე დაინიშნება და მისი ანაზღაურება 2 650 ლარი იქნება.
ცნობისთვის, ამ დროისათვის თერჯოლას გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს.