Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მძღოლები, რომლებმაც დღეიდან მუშაობა განაახლეს, დახმარებას ითხოვენ

თარიღი : 25-02-2021, 12:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დღეიდან, საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანპსორტის მოძრაობა აღდგა. მიკროავტობუსებმა მუშაობა განაახლეს ქუთაისშიც, თუმცა მძღოლები ამბობენ, რომ მგზავრები არ ჰყავთ და ტრანსპორტი ცარიელია. იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-თან ისინი გაძვირებულ საწვავზეც საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ.

"რომ დაიწყო შეზღუდვები, ვიჯექით სახლში, ერთი 300 ლარი გადმოგვიგდეს და ვიყავით იმის შემხედვარე. რამდენი ხანი უნდა გვყოფნოდა ეს 300 ლარი? დღეს კი დავიწყეთ მუშაობა, მაგრამ ხალხი არაა. ერთი-ორი კაცი გვიზის მარშუტში. იმდენი ხანი იყო შეზღუდვები, ხალხი გადაეჩვია ტრანსპორტით სიარულს. ვისაც არ ჰყავდა მანქანა და ცოტა საშუალება ჰქონდა, ყველამ იყიდა 2000 ლარიანი და დაიწყო თავისით სიარული. აბა, ვიღა ენდობა ამ მთავრობას? ამათ შეიძლება კიდე ჩაკეტონ ქვეყანა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კიდევ ორი კვირაა გახსნილია, ვუყურებთ და რამდენიმე ადამიანი დაჰყვება. ამას ვერც ტრანსპორტი გაუძლებს და ვერც მძღოლი, ვერავინ. მით უფრო, რომ რაც ჩაგვკეტეს იქიდან დღემდე, საწვავმა 45-50 თეთრით მოიმატა. რა უნდა ვქნათ? ხალხი რომ არ დადის, მთლად ცარიელი ვერც ერთი მარშუტი გავა, გადავუსვამთ მგზავრს მეორე მანქანას და სამმა კაცმა თუ მოიყარა თავი, წავა. ასე როდემდე უნდა ვიყოთ არ ვიცი,"-განუხადეს მძღოლებმა Topnews.com.ge-ს.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა დღეს აღდგა. მუშაობა განაახლა საქართველოს რკინიგზამაც. გაიხსნა სამთო კურორტებზე სასტუმროებიც, თუმცა საბაგიროები მხოლოდ 8 მარტიდან დაიწყებენ მუშაობას.

კორონავირუსის გამო მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ტალღა, 25 თებერვლიდან დაიწყო.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 366-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში გაფიცულმა ტრანსპორტის მძღოლებმა მუშაობა განაგრძეს. მათ ქუთაისის ვიცე-მერი კოტე ლომიძე შეხვდა, რომელმაც მძღოლებს
საქალაქო ავტობუსებზე დასაქმებულმა მძღოლებმა მუშაობა დღეს, სამდღიანი გაფიცვის შემდეგ გააგრძელეს.
ქუთაისში მეორე დღეა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები გაფიცულები არიან. მძღოლები მგზავრობის ღირებულებისს 10 თეთრით გაზრდას

ამინდი