Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ავტომოყვარულები ქუთაისში ავტოდრომის გაკეთებას ითხოვენ და ქალაქის მერიას თხოვნით მიმართავენ-გადავარჩინოთ ის ბავშვები, რომლებიც აუცილებლად გადააჭარბებენ სიჩქარეს ან ქალაქში გადაწყვეტენ რამე სახიფათო მანევრის გაკეთებას

თარიღი : 25-02-2021, 09:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ავტოსპორტს ელემენტარულ ყურადღებასაც არ აქცევენ- ამის შესახებ Topnews.com.ge-სთან დავით კუხიანიძე საუბრობს. დასავლეთ საქართველოს დრიფტის ფედერაციის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ქუთაისში ავტოსპორტს ბევრი მიმდევარი ჰყავს, შესაბამისად, აღნიშნული კუთხით, ქალაქის განვითარების დიდი პერსპექტივა არსებობს.

"ქუთაისში, ყოველთვის ჩვენი (და ჩემი პირადი) ძალებით ვცდილობდით ავტოსპორტის განვითარებას. ჩემი გუნდის სახელზეა უამრავი საავტომობილო პროექტი, რომლის მსგავსიც დღემდე არ გადაღებულა საქართველოში. ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ, იყო დიდი წვალებით, ცდით და სპონსორის მოძიებით (რაც ჭირს ქუთაისში). გვყავდნენ საკმაოდ დიდი სპონსორებიც, რომლებიც არაერთი თხოვნისა და შეთავაზების მიუხედავად, არ ინტერესდებოდნენ ამ სპორტის დასავლეთში განვითარებით, რადგან ქუთაისი ვართ და არა საქართველოს დედაქალაქი.

სპორტის ამ სახეობას ძალიან დიდი პერსპექტივა რომ აქვს, ეს კარგად ჩანს თბილისის მაგალითზე, ისევე როგორც GDS-ზე, საქართველოს დრიფტის ჩემპიონატზე, სადაც თუნდაც ერთი სარბოლო მანქანის ღირებულება 100 000$ -მდეა. ჩვენთან შეიძლება ეს რესურსიც არ იყოს, მაგრამ მინიმუმიც კი არასდროს გაუკეთებიათ. არადა, ავტოსპორტს ქუთაისში ბევრი მიმდევარი ჰყავს. ვთვლით, რომ მეტი ყურადღება და დაფასება სჭირდებათ ამ ადამიანებს,"-ამბობს დავით კუხიანიძე.

ავტომოყვარულები ქუთაისში ავტოდრომის გაკეთებას ითხოვენ და ქალაქის მერიას თხოვნით მიმართავენ. კუხიანიძე ამბობს, რომ ავტოსპორტის განვითარებით ქუთაისში ბევრი რამ დადებითისკენ შეიცვლება: ახალგაზრდები პროფესიონალურად ჩაერთვებიან სპორტში და ჩემპიონატებზე გამოვლენ. გარდა ამისა, როგორვ კუხიანიძე ამბობს, ადრენალინს უსაფრთხო გარემოში დახარჯავენ და ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობაც შემცირდება.

"ათასობით ქუთაისელისა და იმერეთის რეგიონში მცხოვრები ავტომოყვარულების სახელით ვითხოვთ, რომ გამოიყოს და მოეწყოს შესაბამისი ტერიტორია ავტოდრომისთვის, იმისთვის რომ გადავარჩინოთ ის ბავშვები, რომლებიც თინეიჯერობის გარკვეულ დროს აუცილებლად გადააჭარბებენ სიჩქარეს, ან ქალაქში გადაწყვეტენ რამე სახიფათო მანევრის გაკეთებას. მე პირადად ვიზრუნებ, რომ ქუჩაში სახიფათო სიტუაციების შექმნა და ამ კუთხით ახალგაზრდების სიკვდილიანობა მინიმუმამდე შევამცირო. დროულად ვასწავლოთ, რომ ადრენალინი უსაფრთხო გარემოში დახარჯოს, სამოქალაქო გზებზე კი მშვიდად იაროს. დამიჯერეთ, როდესაც სპორტსმენი ავტოდრომზე ვარჯიშობს, სურვილიც არ აქვს ადრენალინის და არასდროს დარბის ქალაქში გიჟივით.

ჩვენ ყოველთვის ვმეგობრობდით ქალაქის მერიასთან. ჩვენს ღონისძიებებს ყოველთვის შევადარებთ ნებისმიერ ქალაქში დაგეგმილ ღონისძიებას, როგორც დამსწრე საზოგადოების სიმრავლით, ასევე სანახაობით, ვიდეო გადაღებით, პრომოებში ჩვენი ქალაქის ლამაზი ადგილების გამოჩენით და უამრავი სიახლით, რაც ვფიქრობ, რომ მათ კარგად დაინახეს. ამიტომ, ვთხოვთ რომ გამოვიდნენ კონტაქტზე და დავიწყოთ ამ პროექტზე მუშაობა. ეს იქნება, უამრავი ახალგაზრდის შეკრების საყვარელი ადგილი. საღამოობით აინთება შუქები და მთელი იმერეთის რეგიონიდან შეიკრიბებიან ავტომოყვარულები და არა მარტო იმერეთის, სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიადანაც (და ა.შ) ჩამოვლენ ქუთაისში ვარჯიშის გამო. მოკლედ, ჩვენი ქალაქისთვის, ძალიან მაგარი პროექტი იქნებოდა. ყველა ამაზე ისაუბრებს, გაიზრდება ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევართა რაოდენობა; დამკვიდრდება ავტომობილის ტარების კულტურა; შემცირდება ავტოსაგზაო შემთხვევები. უამრავი ახალგაზრდა პროფესიონალურად ჩაერთვება სპორტში და ქუთაისის სახელით გამოვლიან საქართველოს ჩემპიონატზე. ეს ერთ-ერთი მათგანია, რომლის სოციალური რეკლამირება, ყოველ ღონისძიებაზე რამდენიმე მილიონ ადამიანს აღწევს! მეტი სიკეთე რა უნდა გააკეთო მომავალი თაობისთვის, თუ შენი ქალაქი გიყვარს?

როგორც კი რეგულაციები სრულად მოიხსნება, დავიწყებ კომპანიებთან მოლაპარაკებებს. მაქვს ძალიან მაგარი, სახალისო შეჯიბრის პროექტი, რომელიც სანახაობრივადაც განსხვავებული იქნება. იმედია ყველაფერი გამოვა და შევხვდებით მომავალში, ლამაზ სპორტულ ღონისძიებებზე და რაც მთავარია, ავტოდრომზე,"-ამბობს დავით კუხიანიძე.

როგორც Topnews.com.ge-ს ქუთაისის მერიაში განუცხადეს, ადგილობრივი თვითმმართველობა ავტორალის ფედერაციის ტურნირ "Fia Rally star"-ის მხარდამჭერია და ეხმარება მათ ტურნირების გამართვაში. რაც შეეხება ავტოდრომის მოწყობას, მათივე განცხადებით, საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 354-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2016 წლის ავტოავარიების სტატისტიკის მიხედვით, რეგისტრირებული საგზაო შემთხვევების

ამინდი