Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“მიდის მსჯელობა, რომ ყველა ქალაქიდან საპროტესტო კარვები თბილისში გადავიდეს”

თარიღი : 24-02-2021, 12:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"აქციები არ შეწყდება" - ამის შესახებ Topnews.com.ge-ს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ განუცხადა. გიგა შუშანიას თქმით, ოპოზიცია მასშტაბური აქციისთვის ემზადება, რომელიც 26 თებერვალს გაიმართება. აქციის მონაწილეები ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებასთან ერთად, ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

"უწყვეტი პროტესტი, რომელიც სხვადასხვა ქალაქში იყო, გადმოვიდა პარლამენტის წინ. მიდის მსჯელობა, რომ ყველა ქალაქიდან საპროტესტო კარვები თბილისში გადავიდეს, რომ მივაღწიოთ შედეგს. 26-ში ერთ-ერთი მასშტაბური მსვლელობა იგეგმება. თქვენ ნახეთ გუშინ, რომ სამ საათში, სპონტანურად რამდენი ადამიანი შეიკრიბა. საპროტესტოდ განწყობილ ადამიანებს ივანიშვილი 26-შიც იხილავს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე უკანაც დაიხევს. ვფიქრობ, რომ ამ საერთაშორისო არნახული პროტესტის პირობებში ის, რაც ზვავივით წამოვიდა სხვადასხვა ქალაქებიდან, არა მარტო საელჩოებიდან, ივანიშვილი საბოლოო ჯამში დანებდება. მას არ გაუვა საქართველოს გაბოლშევიკება და საბჭოთა კავშირში დაბრუნება. ქვეყანაში აუცილებლად ჩატარდება სამართლიანი ვადამდელი არჩევნები და ნიკა მელიაც, ძალიან მალე შემოუერთდება ამ საპროტესტო მოძრაობას.

იცით, რომ გამოვაცხადეთ დიალოგისთვის მზადყოფნა, შევხვდით საერთაშორისო ორგანიზაციებს. პირველ რიგში, უნდა შეწყვიტონ პოლიტპატიმრების დევნა და გაათავისუფლონ მელია და რურუა. ივანიშვილს არ უნდა მივცეთ ადამიანებით ვაჭრობის საშუალება. ამის შემდეგ, ჩვენი მოთხოვნაა, “ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკებებზე აუცილებლად იყოს ნიკა მელია,"-განაცხადა გიგა შუშანიამ.

ცნობისთვის, 26 თებერვალს საპროტესტო მსვლელობა 15:00 საათზე, ფილარმონიიდან დაიწყება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი
ფოტო: “ფორმულა”


ნანახია: 259-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი